მიქლიო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მიქლიო | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Cantharellus cibarius | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მიქლიო (Cantharellus cibarius, ზოგან (მაგ. რაჭაში) ქათმის პარკალასაც ეძახიან) — ქუდიანი სოკო აფილოფორასნაირთა რიგის მიქლიოსებრთა ოჯახისა. მისი ქედის დიამეტრი 10 სმ აღწევს, ყვითელია, ჯერ ამოზნექილი, შემდეგ კი ძაბრისებრი. აქვს შიშველზედაპირიანი და ტალღოვანი ან თათისებრ დანაკვთული შეკეცილი კიდეები; ქვედა მხარეზე — ჩანგლისებურად დატოტვილი ძარღვები; ფეზი ძირისაკენ თანდათანობით წვრილდება. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულსა და შემოდგომაზე. მიქლიო საჭმელად საუცხოო სოკოა. იჭმევა ახალი და დამუჟუჟებული. მიქლიოს მეორენაირად მელისყურა სოკოს უწოდებდნენ. მისი ფეზის ქსოვილის 6.7%-მდე C ვიტამინია, ხოლო კაროტინის რაოდენობამ კი შესაძლოა 23.1%-ს მიაღწიოს, რაც ყველა ცნობილ სოკოზე მეტია. მისი უნიკალური თვისებების გამო მას იყენებენ ფარმაციაშიც.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 29, თბ., 1984 წელი.