მიქაილ მუშფიგი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მიქაილ მირზა გადიროღლუ ისმაილზადე მუშფიგი (დ. 1908 — გ. 1939), აზერბაიჯანელი პოეტი. მისი რომანტიკული პოეზიისათვის დამახასიათებელია რევოლუციური ჰეროიკა, პოლიტიკური სიმახვილე, ამასთან, ღრმა ლირიზმი. მუშფიგის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეპიკურ თხზულებება. პოემა „ჭაბურღილებს შორის“ პირველი პოეტური ნაწარმოებია ბაქოელ მენავთობეთა შესახებ. ფრაზის ლაკონიურობითა და ფილოსოფიური გააზრებით იგი ახლოს იდგა ფუზულის პოეზიასთან.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 7, გვ. 226, თბ., 1984
სტატიის