მიქაელი (IX ს.)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიქაელ.

მიქაელი, IX საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა შატბერდის მონასტერში. მიქაელმა 897 წელს მონასტრის წინამძღვრის სოფრონ შატბერდელის შეკვეთით გადაწერა ე. წ. ადიშის ოთხთავი (ინახება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მესტია). ნაწერია ეტრატზე, მრგლოვანით, 2 სვეტად. პირველ ფურცელზე გამოსახულია ჯვარი, კუთხეებში - მახარებლები წელზევით; მეორე ფურცლის წინდა გვერდზე - მარკოზ მახარებელი, რომელიც ზის და წერს, უკანაზე - ფეხზე მდგომი ლუკა და იოანე მახარებლები. შემდეგ გვერდებზე 5 კამარაა. ეს გამოსახულებები ადრინდელი ტიპისაა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული კანონიკური რედაქცია. ლამაზად ნაწერი, სამკაულებს მოკლებული ტექსტი მოწმობს, რომ მიქაელი თავისი საქმის დიდი ოსტატი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 24, თბ., 1984