მიფუნე ტოსირო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Toshirō Mifune
Toshirō Mifune
მიფუნე ტოსირო
მიფუნე ტოსირო

მიფუნე ტოსირო (იაპ. 三船 敏郎) (1920 1 აპრილი ცინდაო, ჩინეთი - 1997 24 დეკემბერი) ერთერთი ყველაზე პოპულარული იაპონელი კინომსახიობი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ტოსირო დაიბადა ჩინეთში სადაც მისი მშობლები მუშაობდნენ. ამ ქვეყანაში იგი გაიზარდა და მიიღო განათლება. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ჯარში მსახურობდა. ომის შემდეგ 1947 წელს მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში "ახალი სახეები" რომელიც კინოკომპანია ტოჰომ ჩაატარა. კონკურსში ტოსირომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მან მიიპყრო რეჟისორ იამამოტო კაძიროს ყურადღება, რომელმაც ტოსიროს რეკომენდაცია გაუწია რეჟისორ ტანიგუჩი სენკიჩისთან. ასე მიიღო ტოსირომ პირველი როლი ფილმში "ახალი სულელების დრო".

პირველ წარმატებას მსახიობმა ფილმში "ვერცხლისფერი ქედის მიღმა მიაღწია. დაახლოებით ამ დროს ტოსირომ გაიცნო რეჟისორი კუროსავა აკირა, რომელსაც დაუმეგობრდა. ამ ორმა ადამიანმა შექმნა იაპონურ კინოში ყველაზე გახმაურებული დუეტი. კუროსავამ მიფუნე 16 ფილმში გადაიღო. მათი პირველი ფილმი გახდა "მთვრალი ანგელოზი" (1948), სადაც ტოსირო განგსტერს თამაშობს. მიუხედავად იმისა რომ სცენარის მიხედვით იგი მთავარი გმირი არ უნდა ყოფილიყო, მისმა ბრწყინვალე თამაშმა დაარღვია წონასწორობა.

მიფუნე ტოსირო ფილმში რასიომონი
მიფუნე ტოსირო ფილმში რასიომონი

1950 წელს გამოვიდა კუროსავას ფილმი "რასიომონი" სადაც მთავარ როლს მიფუნე ასრულებდა. ამ ფილმმა მიფუნე ტოსიროს უსაზღვრო პოპულარობა მოუტანა. კუროსავამ მიფუნე სრულიად განსხვავებულ როლებში ათამაშა, თავიდან მან არ მისცა ტოსიროს საშუალება შეგუებოდა განგსტერის ამპლუას. იგი თამაშობდა სამურაებსაც და კლერკებსაც და აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ ფილმში მისი პერსონაჟი განსაკუთრებული სიმკვეთრით ხასიათდება. გასაკვირია, მაგრამ სხვა რეჟისორებთან მუშაობის დროს ტოსირო მიფუნეს პერსონაჟები ვერაფრით არიან გამორჩეულები.

კუროსავას და მიფუნეს თანამშრომლობა 1965 წლამდე გაგრძელდა, როდესაც მათი ურთიერთობა პირადი მიზეზების გამო შეწყდა, თუმცა მიუხედავად ამისა მიფუნეს კინოკარიერა უარი არ უთქვამს. მიფუნე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორჯერ იყო დასახელებული საუკეთესო მსახიობად.

ამერიკულ ფილმში "დიდი პრიზი" თამაშმა მიფუნეს კარგი შემოსავალი მოუტანა, რითაც მან საკუთარი კინოსტუდიის დაარსება შეძლო. მიფუნე დაიწყო პროდიუსერობას და შემდგომში თავი რეჟისორის ამპლუაშიც კი სცადა. 60-70-იან წლებში მან არაერთი საზღვარგარეთული ფილმის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე დასამახსოვრებელია მისი კინოპერსონაჟი სერიალში "სიოგუნი".

ხანგძლივი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მიფუნემ შეასრულა უამრავი როლი, მისი მონაწილეობით ფილმები 90-იან წლებში კომერციულად არ იყო წარმატებული, თუმცა წარმოადგენდა მსახიობური ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშებს.

[რედაქტირება] ფილმოგრაფია

მიფუნე ტოსირო ფილმში "მცველი"
მიფუნე ტოსირო ფილმში "მცველი"

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები