მიუნხენის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიუნხენის მეტროპოლიტენი
U-Bahn.svg
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: გერმანია გერმანია
ქალაქი Muenchen Kleines Stadtwappen.svgმიუნხენი
გახსნის თარიღი 1971 წ.
ხაზის სიგრძე 103,1 კმ.
სადგურთა რაოდენობა 100
ხაზთა რაოდენობა 6
მგზავრები დღეში
მგზავრები წელიწადში 360 მლნ. (2010) წ.
ხაზების სქემა
U-Bahn-Plan München.png

მიუნხენის მეტროპოლიტენი (გერმ U-Bahn München) — მიუნხენის ელმავალი ქალაქ მიუნხენსა და მიუნხენის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა. მეტროპოლიტენი 1971 წელს გაიხსნა და დღეისათვის 103,1 კმ სიგრძის ხაზებზე 100 სადგურია განთავსებული. სადგურთა სიმჭიდროვე ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალია. სადგურების ლიფტებითა და ესკალატორებით ასპროცენტიანი აღჭურვილობის, ასევე გადასაჯდომი სადგურების კარგად გათვლილი სისტემის წყალობით მიუნხენის მეტროპოლიტენი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულია.

ისტორია[რედაქტირება]

ჯერ კიდევ 1905 წელს შეიქმნა გეგმა მიწისქვეშა რკინიგზის აშენებისა ცენტრალური სადგურიდან აღმოსავლეთის სადგურამდე, დაახლოებით იმავე მანძილზე, სადაც დღეს მიუნხენის S-Bahn გადის, ასევე ძველი ქალაქის გარშემო წრიული განშტოებისა. თუმცა, იმ წლებში ეს გეგმები ცოტა ამბიციურად ჟღერდა მოსახლეობის სიმცირის გამო. იმხანად ნახევარმილიონიანი ქალაქის მოსახლეობის ტრანსპორტირებისთვის საქალაქო ტრამვაიც საკმარისი იყო, ასე რომ, იდეები მიივიწყეს.

ხაზები[რედაქტირება]

ახალმოკირწყლული გვირაბი მარიენპლაცის სადგურზე
C ტიპის ვაგონი

მიუნხენის მეტროპოლიტენის გახსნა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამეშებს მოუსწრეს. ხაზების 90% მიწისქვეშ გადის. ხაზები ნომრებითა და ფერებით განირჩევა (U1-U6). ხაზები U1-U2, U3-U6, U4-U5 ქალაქის ცენტრში საერთო გზებს გამოიყენებს, ამიტომაც, მეტროს სქემა სამხაზიან ტარს ჰგავს ბოლოში ჩანგლებით. მეტროში ტურნიკეტები არ დგას, ბილეთები აქტიურდება სადგურში შესვლისას, რაც კონტროლიორების მიერ მოწმდება. მეტროში 43 პუნქტი მოქმედებს დეფიბრელატორებით — აპარატებით გულის გაჩერების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. მატარებლების სიჩქარე საათში 80 კმ-ს შეადგენს.

U1 Olympia-Einkaufszentrum - Rotkreuzplatz - Central Station - Sendlinger Tor - Kolumbusplatz - Mangfallplatz
U2 Feldmoching - Harthof - Scheidplatz - Central Station - Sendlinger Tor - Kolumbusplatz - Giesing - Innsbrucker Ring - Trudering - Messestadt Ost
U3 Moosach - Olympia-Einkaufszentrum - Olympiazentrum - Scheidplatz - Münchner Freiheit - Odeonsplatz - Marienplatz - Sendlinger Tor - Implerstraße - Obersendling - Fürstenried West
U4 Westendstraße - Heimeranplatz - Central Station - Karlsplatz (Stachus) - Odeonsplatz - Lehel -Max-Weber-Platz - Arabellapark
U5 Laimer Platz - Westendstraße - Heimeranplatz - Central Station - Karlsplatz (Stachus) - Odeonsplatz - Lehel - Max-Weber-Platz - Ostbahnhof (East Station) - Innsbrucker Ring - Neuperlach Süd
U6 Garching-Forschungszentrum - Fröttmaning - Freimann - Studentenstadt - Münchner Freiheit - Odeonsplatz - Marienplatz - Sendlinger Tor - Implerstraße - Harras - Klinikum Großhadern

მიუნხენის მეტროში სტანდარტული 1435 მმ-იანი ლიანდაგი გამოიყენება. კვება გვერდით ცაყენებული მესამე რელსიდან მიეწოდება.

მგზავრობის ღირებულება, ბილეთების ტიპები[რედაქტირება]

  • გრიუნე-კარტა (თვიური ბილეთი) - 45 ევრო.
  • Streifenkarte - (შტრაიფენ-კარტა, ათჯერადი ბილეთი) - 12,00 ევრო.
  • ერთჯერადი ბილეთი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]