მიულჰაიმი
| ქალაქი
მიულჰაიმი
Mülheim
|
მიულჰაიმი (გერმ. Mülheim) — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. მდებარეობს რურის ურბანულ არელაში, ქალაქ დუისბურგს, ესენს, ობერჰაუზენსა და რატინგენს შორის. ქალაქში განთავსებულია მრავალი კომპანია, განსაკუთრებით კვების მრეწველობის, რომელთა შორისაცაა Aldi და Tengelmann Group-ი.
მიულჰაიმმა ქალაქის ქარტია 1808 წელს მიიღო, 100 წლის შემდეგ კი მისმა მოპსახლეობამ 100 000-ს გადააჭარბა და ის ოფიციალურად გახდა ქალაქი. დაარსებიდან 200 წლის თავზე, მისი მოსახლეობა 170 000 ადამიანს ითვლიდა და მიეკუთვნებოდა გერმანიის პატარა ქალაქების რიგებს.
მიულჰაიმი რურის რეგიონის პირველი ქალაქია, რომელიც მთლიანად გათავისუფლდა ქვანახშირის მაღაროებისგან, როდესაც დაიხურა მისი უკანასკნელი მაღარო „როსენბლუმენდელე“. ტყავისა და ნახშირის წარმოების ქალაქი წარმატებულად გარდაიქმნა დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ ცენტრად. მიულჰაიმის 50% დაფარულია მწვანითა და ტყით და წარმოადგენს მიმზიდველ ადგილს დუსელდორფსა და რურს შორის.
სექციების სია |
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
დარლინგტონი, გაერთიანებული სამეფო, 1953-დან
ტური, France, 1962-დან
კუუსანკოსკი, ფინეთი, 1972-დან 2008-მდე
ოპოლე, პოლონეთი, since 1989 [1]
კფარ-სავა, ისრაელი, 1993-დან
სტამბოლი, თურქეთი, 2007-დან
კუვოლა, ფინეთი, 2009-დან
ქალქილია, პალესტინა
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი (ინგლისური) (გერმანული) (ფრანგული)
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Opole Official Website – Twin Towns.
თარგი:Fontcolor © 2007–2009 Urząd Miasta Opola. წაკითხვის თარიღი: 2009-06-18.