მიტოვებული ციხე-სიმაგრის საიდუმლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მიტოვებული ციხე-სიმაგრის საიდუმლო“
Тайна заброшенного замка

წიგნის გარეკანი, მხატვარი - ლეონიდ ვლადიმირსკი
ავტორი ალექსანდრე ვოლკოვი
ილუსტრატორი ლეონიდ ვლადიმირსკი
გარეკანის მხატვარი ლეონიდ ვლადიმირსკი
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული
თემა თავგადასავლები
ჟანრი ზღაპარი
გამოცემის თარიღი 1976
წინამორბედი ყვითელი ნისლი

მიტოვებული ციხე-სიმაგრის საიდუმლო (რუს. Тайна заброшенного замка) — მწერალ ალექსანდრე ვოლკოვის მიერ ჯადოსნური ქვეყნის შესახებ დაწერილი რომანების სერიის მეექვსე და უკანასკნელი ტომი. იმის გამო, რომ ავტორი მის გამოცემას ვერ მოესწრო, არსებობდა ვარაუდი, რომ წიგნის დასრულებაში მას მონაწილეობა არ მიუღია. მხატვარმა ლეონიდ ვლადიმირსკიმ დაადასტურა ეს, ახსენა რა თანაავტორი - ალა სტროილო, პოეტი და რედაქტორი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკანასკნელ რომანში მოთხრობილია კოსმოსურ ხომალდ „დიავონა“-ს სესახებ, რომელიც პლანეტა რამერიადან დედამიწაზე ჩამოდის. ამ პლანეტის მოსახლეობა იყოფა არზაკებად და მენვიტებად, რომელთა მმართველია გვან-ლო. არზაკები არიან ნიჭიერნი და შრომისმოყვარენი, მაგრამ მენვიტები მათ მართავენ ჰიპნოზის საშუალებით. უცხოპლანეტელები, რომლებიც სხივიანი იარაღით აღჭურვილები არიან, გურიკაპის ძველი სასახლის მიდამოებში საკუთარ ბანაკ რანავირს აარსებენ და ცდილობენ ჯადოსნური ქვეყნის დაპყრობას. მაგრამ დასახმარებლად ენი და ტიმი მოდიან. ამჯერად მათ ახლავთ ალფრედ კანინგი (წიგნის „მიწისქვეშეთის შვიდი მეფე“ პერსონაჟი). ჯადოსნური ქვეყნის მაცხოვრებლები მათი დახმარებით დამპყრობლებს დიდ წინააღმდეგობას უწევენ. საბოლოოდ არზაკები დასაძინებელი წყლის დახმარებით აძინებენ ყველა მენვიტს, გარდა კაუ-რუკისა, რომელიც არზაკთა მხარეს გადადის. კაუ-რუკი ამცნობს რამერიას, რომ დედამიწა სიცოცხლისათვის გამოუდეგარია და მისი დაპყრობის მცდელობები უნდა შეწყდეს. ამის შემდეგ რამერიელთა ხომალდი შინ ბრუნდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]