მისოპოგონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მისოპოგონი ანუ წვერის მოძულერომის იმპერატორის იულიანე განდგომილის პამფლეტი, მიმართული ანტიოქიელებების წინააღმდეგ.

362 წელს, იულიანეს ანტიოქიაში სტუმრობის შემდეგ მის მიმართ გავრცელდა სხვადასხვა ოხუნჯობა, სადაც იმპერატორს დასცინოდნენ. თავიდან იმპერატორი მათ პასუხს აღარ სცემდა, რამაც ანტიოქიელების გათავხედება გამოიწვია. მათ უკვე აღარ მოსწონდათ იულიანეს უხეში ნაკვთები, სადად ჩაცმულობა, ღამეების გათენება... იულიანეს ამ ყველაფერზე ინფორმაცია ჰქონდა, ამიტომაც ბოლოს ვერ მოითმინა და დაწერა პამფლეტი „მისოპოგონი ანუ წვერის მოძულე.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი გამრეკელი, „მისოპოგონი ანუ წვერის მოძულე“, შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, VI, თბ., 2004, გვ. 21–25