მირონი (მოქანდაკე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირონი (მრავალმნიშვნელოვანი).

მირონი (ბერძნ. Μύρων), ბერძენი მოქანდაკე, რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ. დაახლოებით ხუთი ათას წლამდე ატიკის და ბიოტიის საზღვარზე. ეს პერიოდი წინ უსწრებდა, V საუკუნეში, ბერძნული კულტურის აყვავებას. ხელოვნების ძველი კრიტიკოსები მას ახასიათებდნენ, როგორც ანატომიის კარგ მცოდნეს, მაგრამ მიუხადავად ამისა მირონმა მაინც ვერ მოახერხა მისი ქმნილებებისთვის სიცოცხლისა და გამომსახველობის შთაბერვა. მირონი წარმატებით ძერწავდა სხვადასხვა ღმერთებს, ნათელჰყოფდა ცნობილ გმირებსა და ცხოველებს, მას განსაკუთრებით ლამაზად გამოსდიოდა ძნელი პოზები, რომლებიც ძალზედ რეალისტურად გამოიყურებოდნენ.

ჩვენს დრომდე მოაღწია მირონის ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა, სტატუეტმა “დისკოს მტყორცნელი”. ის აღბეჭდავს ათლეტს, რომელიც აპირებს დისკოს ტყორცნას. ჩვენს დრომდე მირონის “დისკოს მტყორცნელის” მოღწეული რამდენიმე ასლისგან ერთ-ერთი განსაკუთრებით საყურადღებოა, რომელიც მარმარილოს ერთი მთლიანი მონაკვეთისგან არის შექმნილი და დღესდღეობით იგი ინახება იტალიის დედაქალაქ რომში, მასიმის სასახლეში. Aსევე ცნობილია, რომ “დისკოს მტყორცნელის” ერთ ასლის თავის მდებარეობა არასწორია და იგი ინახება ბრიტანეთის მუზეუმში.

ძველი მწერლები ასევე ახსენებენ მირონის ერთ-ერთ “მარსის და ათენას” ქმნილებას. ეს სკულპტურათა ჯგუფიც ჩვენამდე, ასევე, რამდენიმე ასლის სახითაა შემონახული. ადამიანებთან ერტად, მირონი, ასევე წარმატებით გამოსახავდა სხვადსხვა ცხოველებს, რომელთაგანაც გამოსარჩევია “ძროხის” გამოსახულება. ძველი კულტურის თაყვანისმცემლებს ამ გამოსახულებისათვის მრავალი ეპიგრამა აქვთ მიძღვნილი. მირონის სტატუების უმრავლესობა ქვისგან იყო შექმნილი, თუმცა გამონაკლისის სახით შეიძლება ბრინჯაოსაც შევხვედროდით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ მირონი ცხოვრობდა ძველბერძენი სკულპორის ფიდიის დროს, რომელიც თავისთავად, უმაღლესი კლასიკისა და ბერძენი სკულპტორის პოლიკლეტ უფროსის პერიოდის, უდიდეს მხატვარს წარმოადგენდა. ეს ცნობილი გახდა ეგვიპტური პაპირუსიდან, სადაც აღწერილი იყო, რომ მირონმა გამოაქანდაკა ტიმანტის სკულპტურა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, 456 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული გახლდათ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე