მირის ციხესიმაგრე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირის ციხესიმაგრის კომპლექსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Мир (замок).jpg
ქვეყანა ბელარუსის დროშა ბელარუსი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 53°27′46″ ჩ. გ. 26°28′22″ ა. გ. / 53.46278° ჩ. გ. 26.47278° ა. გ. / 53.46278; 26.47278
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 625
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 625
რუს.ინგლ.ფრ.

მირის ციხესიმაგრის კომპლექსი (ბელ. Мірскі замак) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ბელარუსში. მდებარეობს გროდნენის ოლქში, მსოფლიო მემკვიდრეობის სხვა ძეგლის - ნევიჟის ციხესიმაგრიდან 29 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით.

ციხესიმაგრის მშენებლობა XV საუკუნის ბოლოს დაიწყო და XVI საუკუნის დასაწყისში დასრულდა. ნაგებია გოთიკურ არქიტექტურულ სტილში. 1568 წელს, ციხესიმაგრე პოლონელ-ლიტველი არისტოკრატის, ნიკოლოზ კრისტოფერ სიროტკას ხელში გადავიდა, რომელმაც ის რენესანსულ სტილში დაასრულა.

თითქმის საუკუნოვანი მიტოვებისა და შემდეგ ნაპოლეონის პერიოდში გადატანილი მრავალი საფრთხის შემდეგ, XIX საუკუნის ბოლოს ციხესიმაგრე აღადგინეს. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ნაგებობა ნაცისტი ოკუპანტების ხელში გადავიდა და გამოიყენებოდა ებრაული მოსახლეობის ლიკვიდაციემდელ გეტოდ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: