მირგოროდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მირგოროდი — ქალაქი უკრაინაში, მდინარე ხოროლის (დნეპრის აუზი) ნაპირზე. მირგოროდის რაიონის ცენტრი. ქალაქში არის დავით გურამიშვილის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.
1741 წელს ვახტანგ VI-ის ამალის ქართველებმა, მათ შორის დავით გურამიშვილმა მიიღეს მამული მირგოროდის განაპირას. 1743 წლიდან გურამიშვილი დროგამოშვებით ცხოვრობდა მირგოროდში, სადაც 1760 წლიდან საბოლოოდ დაეფუძნა. აქ შეიქმნა დავით გურამიშვილის ნაწარმოებათა მნიშვნელოვანი ნაწილი. პოეტი დაკრძალულია მირგოროდის მიძინების ეკლესიის სასაფლაოზე. 1949 წლის 1 აგვისტოს — დავით გურამიშვილის ხსოვნის დღეს მის საფლავზე დაიდგა ძეგლი (მოქანდაკე ა. ნემენკო). დავით გურამიშვილის სახელს ატარებს ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა, ბიბლიოთეკა და სკოლა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 7, გვ. 10, თბ., 1984
სტატიის