მირაკლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირაკლი (ფრანგ. miracle < miraculum — სასწაული) — შუა საუკუნეების რელიგიურ-დიდაქტიკური დრამა ქრისტეს ცხოვრებასა ან რომელიმე წმინდანის ცხოვრების თემაზე. ჩვეულებრივ, ბოლოვდება ღვთისმშობლის მიერ ჩადენილი სასწაულით. აღმოცენდა XIII საუკუნეში, XIV საუკუნეში გავრცელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მოგვიანებით რელიგიური მოტივი ჩანაცვლებულია ავანტიურული ამბებით, საოჯახო-ყოფითი თემით, ძლიერდება ფსიქოლოგიზმი, კონფლიქტები. ჩნდება სოციალური და ანტიკლერიკალური კრიტიკისა და სატირის მომენტებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Дживелегов А., Бояджиев Г. История западно-европейского театра. М., 1991