მინი დრაივერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინი დრაივერი
Minnie Driver
Minnie Driver 2010.jpg
მინი დრაივერი 2010 წელს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე
დაბადების სახელი ამელია ფიონა დრაივერი
დაბადების ადგილი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
დაიბადა 31 იანვარი 1970 (1970-01-31) (ასაკი 42)
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
შემოქმედების წლები 1990-დღემდე
ოფიციალური ვებგვერდი მინი დრაივერი

მინი დრაივერი (ინგლ. Minnie Driver; დ. 31 იანვარი 1970, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი. 1997 წელს ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“. აგრეთვე ემისა და ოქროს გლობუსის პრემიების ნომინანტი შესრულებული როლისთვის ტელესერიალში „მდიდრები“.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მინი დრაივერი 2011 წელს

ამელია ფიონა დრაივერი[1] დაიბადა ლონდონში, ბიზმესმენისა და საფინანსო კონსულტანტის რონი დრაივერისა და მისი მეუღლის ყოფილი მოდელისა და დიზაინერის — გეინორის ოჯახში.[2][3][4] დრაივერს გააჩნია ირლანდიური, ვალიური, შოტლანდიური, ფრანგული და იტალიური ფესვები.[2][5] სკოლის დამთავრების შემდეგ დრაივერი სწავლობდა ლონდონის დრამატულ აკადემიურ თეატრში. თავდაპირველად როლებს მხოლოდ სერიალებში ღებულობდა.

მისი კინოკარიერა ათვლას 1990 წლებიდან იწყებს. პირველი აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც შეასრულა მთავარი როლი ფილმში „მეგობართა წრე”. 1997 წელს ითამაშა ცნობილ კინოფილმში „ნიჭიერი უილ ჰანტინგი”, სადაც განასახიერა მსუბუქი და უბრალო ახალგაზრდა გოგანას სახე. ამ როლისთვის მინი დრაივერი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე. 1990-იანი წლების დასასრულს იგი კინოში მნიშვნელოვან როლებს იღებს. აღსანიშნავია: „მძინარენი“, „თავსხმა წვიმა“, „იდეალური ქმარი“ და სხვ. 2003-2004 წლებში ღებულობდა სატელევიზიო კომიკურ როლებს. გახმოვანებული აქვს მულტიპლიკაციური პერსონაჟები. 2007 წელს მინი დრაივერი ბრუნდება სატელევიზიო შოუში.

მინი დრაივერი, მანამ აღიარებული მსახიობი გახდებოდა, იყო მუსიკალური ჯგუფის „Puff, Rocks and Brown“ წევრი. გარკვეული ხნით იგი მუსიკას ჩამოშორდა, თუმცა 2000 წლისათვის იგი ისევ ბრუნდება ამ სფეროში. 2004 წელს მოაწერა ხელი EMI-სთან და სხვ. ლეიბლებთან. გამოუშვა სინგლი „Everything I’ve Got in My Pocket“, „Invisible Girl“. ჩაწერილი აქვს ალბომები: 2004 წელს — Everything I’ve Got in My Pocket, 2007 წელს — Seastories.

სამსახიობო ამპლუა: დრამა, კომედია, ტოკ-შოუ.

[რედაქტირება] ფილმოგრაფია

წელი ფილმი როლი შენიშვნა
1990 ღმერთი კლდეებზე ლიდია სატელევიზიო ფილმი
1992 ადამიანი ზებრა ემილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი
1995 მეგობართა წრე ბენი
ოქროს თვალი ირინა
სასტიკი მატარებელი ფლორა სატელევიზიო ფილმი
პოლიტიკოსი მეუღლე ჯენიფერი სატელევიზიო ფილმი
1996 დიდი ღამე ფილისი
მძინარენი კეროლი
1997 მკვლელობა გროს–პოინტში დები
ჭკვიანი უილ ჰანტინგი სკაილერი
1998 თავსხმა წვიმა კარენი
გუვერნანტი როსინა
დიდი ფერმა კენდელი
1999 იდეალური ქმარი მეიბლი
ტარზანი ჯეინი
სამხრეთის პარკი: დიდი, გრძელი და დაუჭრელი ბრუკ შილდსი
მეფის ასული მონონოკე ლედი ებოსი ხმა: ინგლისური ვერსია
2000 დამიბრუნდი გრეისი
ლამაზი მონა
ნელი ჩაწერა ტრინა
განახლება კონსტანსი მოკლემეტრაჟიანი ფილმი
2001 D.C. პატარები ოფიციანტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი
მაღალი ქუსლები და დაბალი ცხოვრება შენონი
2003 შეპყრობილი ბელინდა
იმედის ნაპერწკლები ვერა
2004 მოჯადოებული ელა მენდი
ოპერის მოჩვენება კარლოტა
პორტრეტი დონა მოკლემეტრაჟიანი ფილმი
2007 მულტიპლიკაციური ეფექტი კიტი
გზების გადაკვეთა ანა
სიმპსონები კინოში კონსულტანტი
2009 დედობა შეილა
2010 დაჯერება ებრა
ბარნის ვერსია
2011 თხები ჯოანა
საუკეთესო ვივიენი

[რედაქტირება] ნომინაცია

  • 1998 წელს – პრემია ოსკარი (საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (ქალი);
  • 2007 წელს – ემი, საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის სერიალში „მდიდრები“.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Minnie Driver“, Celebrity Ethnicity – EthniCelebs.com. წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი, 2011. 
  2. 2.0 2.1 Clare Hutchinson (20 August 2010). Hollywood star calls for Wales’ only lido to be opened. WalesOnline. წაკითხვის თარიღი: 7 November 2010.
  3. Minnie Driver Biography(1970?. Filmreference.com. წაკითხვის თარიღი: 2 March 2010.
  4. Winters, Laura. “FILM; When the Character Calls, Minnie Driver Listens“, New York Times, 2 August 1998. წაკითხვის თარიღი: 2 March 2010. 
  5. Cranky Critic StarTalk: Minnie Driver. Crankycritic.com. წაკითხვის თარიღი: 2 March 2010.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე