მინდვრის სოკო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მინდვრის სოკო | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Clitocybe nebularis | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მინდვრის სოკო (Clitocybe nebularis) — ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ნახევარსფეროსებრია, სქელრბილობიანი, ღია ან მუქი ნაცრისფერი. თავდაპირველად მშრალი ფიფქოვანი ზედაპირი აქვს, შემდეგ კი — შიშველი. ფირფიტები მოთეთროა, შეზრდილია ან ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი. აქვს თეთრი ფეხი, რომელიც ძირში ბოლქვივითაა გამსხვივებული. იზრდება ტყის მდელოებზე, მინდვრებსა და საძოვრებზე ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად იხმარება ახალი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 708, თბ., 1983 წელი.