მინბაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მინბაში (აზერბ. მინ — ათასი, თურქ. ბაში — უფროსი) — ათასეულის უფროსი, ათასისთავი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ქართლის სამეფოში მინბაში XVII საუკუნეში ირანის საოკუპაციო ჯარის უფროსად, თბილისის ციხისთავად ჩანს. XVIII საუკუნის II ნახევრიდან მინბაში არა მარტო ციხის უფროსია, არამედ მორიგე ჯარში მაღალი თანამდებობის პირიც, რომელსაც ჯარის წვრთნაც ევალება. დროთა ვითარებაში მინბაშის სახელოში სახელწოდების გარდა უცხოური არაფერი დარჩა. მინბაში, როგორც სამხედრო მოხელე იხსენიება XVIII საუკუნის მიწურულში შედგენილ სახელმწიფოებრივი რეფორმისა და სამართლის პროექტებშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 707.
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 292-295.