მიმღეობა
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის? ხარისხის სტანდარტების? დასაკმაყოფილებლად. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
მიმღეობა (ლათინური ტერმინოლოგიით იგივე პარტიციპი) (მიმღეობისა) ტერმინი გრამატიკაში, ენათმეცნიერებაში. აღნიშნავს ზმნისაგან ნაწარმოებ არსებით სახელს.
-
- "(ქართულში) მიმღეობანი სამად განიყოფებიან."
- "(ქართულში) მიმღეობანი სამად განიყოფებიან."
[რედაქტირება] ქსე: მიმღეობა
ზმნისგან ნაწარმოები უუღლებელი ფორმა, რომელიც იბრუნვის და წინადადებაში გამოიყენება ზედსართავ სახელად. აქვს როგორც სახელის, ისე ზმნის ნიშნები. სახელი ნიშნებიდან მას მიღებული აქვს ბრუნვისა და რიცხვის ფორმები, ზმნისაგან - გვარი, დრო, ასპექტი, მიმართულება (გეზი და ორიენტაცია). მიმღეობის საწარმოებლად გამოიყენება მარტო თავსართი (მ-, მა-, სა-, ნა-, ნე-), მარტო ბოლოსართი (-ულ-), ან თავსართ-ბოლოსართი (მ-ელ-, მ-არ-, მა-ელ-, მ-რე-, სა-ელ-, სა-არ- და ა.შ.). არსებობს მოქმედებითი ანუ სასუბიექტო (მშენებელი), ვნებითი ანუ საობიექტო (დასაწერი) და საშუალო გვარის (გაბედული) მიმღეობები.
მიმღეობას აქვს დროის კატეგორია. (ნახნავი წარსული დროა, მშენებელი ახლანდელი დრო, დასამთავრებელი მომავალი დრო. სტატიკური და ერთპირიანი ზმნებისაგან ნაწარმოებ დრო არ გააჩნიათ (საყვარ-ელ-ი), აღინიშნება ადგილი (სა-რბი-ელ-ი) ან მოქმედების ადგილი (სა-ხვნელ-ი) ბევრი მიმღეობა არსებით სახელადაა ქცეული (მხატვარი, მწერალი, მკურნალი, მასწავლებელი, მეგობარი და სხვა).
[რედაქტირება] ჰაინც ფენრიხი: Linguistische Termini
1. Partizip - მიმღეობა.
2. Partizipial - მიმღეობიანი.
3. Partizipialverb - მიმღეობითი ზმნა.
4. Partzipialkonstruktion - მიმღეობური კონსტრუქცია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი V, გვერდი 404. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1958.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტომი 6. სტატიის "მიმღეობა" ავტორი ი ქავთარაძე. გვერდი 704/3. კოქტო-მინკუსი. თბილისი: მთავარი სამეცნიერო რედაქცია, 1983.
- Fähnrich, Heinz: Linguistische Termini. Georgisch-Deutsch. გვერდი 41/2. Kaukasien Reihe. Aachen: Shaker Verlag, 2008. ISBN 978-8322-7231-9.

