მიმართვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიმართვა — წოდებით ბრუნვაში დასმულ სახელს ეწოდება. იგი დანარჩენი წევრებისგან მძიმით გამოიყოფა. მაგ: მე მინდა, მეგობარო, ზღაპარი გიამბო. ხოლო წინადადების ბოლოს შესაფერისი სასვენი ნიშანი ისმევა. ქართულ ენაში მიმართვა ორგვარია: გავრცობილი და გაუვრცობელი. გავრცობილი მიმართვა შედგება რამდენიმე სიტყვისგან, მაგ: ჩემო მშვენიერო მეგობარო, ხოლო გაუვრცობელი შედგება ერთი სიტყვისგან, მაგ: მეგობარო. ცალკე მდგომ მიმართვასთან იწერება ძახილის ნიშანი და ტირე. მაგ: გიორგი! — დაუძახა დედამ შვილს.