ინტეგრირებული მიკროსქემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მიკროსქემები)
მიკროსქემა“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიკროსქემა (მრავალმნიშნელოვანი).
ფართო კუთხოვანი დასხივების მეხსიერების მიკროსქემა. მას გააჩნია გამჭვირვალე ფანჯარა, საიდანაც ჩანს შიდა ინტეგრირებული სქემა. ეს ფანჯარა საშუალებას იძლევა, წაიშალოს დამახსოვრებული მონაცემები ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივების მეშვეობით, რომელიც წამშლელ მოწყობილობას გააჩნია.

ინტეგრირებული მიკროსქემა (ასევე მიკროჩიპი ან უბრალოდ ჩიპი) — ელექტრონული სქემების ნაკრები, დატანილი თხელ პატარა პლატაზე ან ფირზე („ჩიპზე“), რომელიც შედგება ნახევარგამტარული მასალისგან, ჩვეულებრივ, სილიციუმისგან. იგი განთავსებულია დახურულ კორპუსში, ან მის გარეთ, თუკი ის ჰიბრიდული სქემის ნაწილია.[1]. ინტეგრირებული მიკროსქემა გაცილებით პატარაა ზომებში, ვიდრე იმავე ფუნქციების შემსრულებელი დიკრეტული სქემა იქნებოდა, დამზადებული დამოუკიდებელი კომპონენტებისაგან.

დღესდღეობით, ინტეგრირებული მიკროსქემები გამოიყენება პრაქტიკულად ყველა ელექტრონულ მოწყობილობაში, მათ რევოლუცია მოახდინეს ელექტრონიკის სამყაროში. კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და სხვა ციფრული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, სწორედ ინტეგრირებულ სქემებს იყენებენ მათი დაბალი საწარმოო ფასისა და მცირე ზომების გამო.

მიკროჩიპებმა, შესაძლოა, დაიტიონ რამდენიმე მილიარდი ტრანზისტორი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები თითის ფრჩხილის ზომის ფართობზე, შესაბამისად ძალიან კომპაქტურებია. ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად, თითოეული შემაერთებელი ხაზების სიგანე სულ უფრო და უფრო კლებულობს; 2008 წელს იგი 100 ნანომეტრზე მცირე იყო, ხოლო 2013 წელს — ათ ნანომეტრს შეადგენდა (სავარაუდოდ).[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]