მიკროკრედიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიკროკრედიტი (ინგლ. Microcredit - მცირე სესხი) — დაუსაქმებელთათვის, ღარიბ მეწარმეთათვის და/ან ხალხზე, რომლებიც ჩვეულებრივ საბანკო სესხზე ძირითად მოთხოვნებს ვერ პასუხობენ, ძალიან მცირე ზომის სესხების გაცემა. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ თავდების საშუალება, არ აქვთ სტაბილური სამსახური და გადამოწმებადი საკრედიტო ისტორია და, შესაბამისად, ვერ პასუხობენ ყველაზე მინიმალურ მოთხოვნებს, რათა სესხი მიიღონ ტრადიციული მეთოდებით. მიკროკრედიტი მიკროფინანსების ნაწილია, რომლის მიზანი უკიდურესად ღარიბი მოსახლეობისთვის ფინანსური მომსახურების გაწევაა; სესხების გარდა ის მოიცავს შემნახველ ანაბრებს, მიკროდაზღვევასა და სხვა ფინანსურ ინოვაციებს.