მიკოლაევის ოლქი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Map of Ukraine political simple Oblast Mykolajiw.png
მიკოლაევის ოლქის დროშა
მიკოლაევის ოლქის გერბი

მიკოლაევის ოლქი (უკრ. Миколаївська область) არის ოლქი უკრაინაში. შეიქმნა 1937 წლის 22 სექტემბერი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. შავიზღვისპირა დაბლობზე მდ. სამხრეთ ბუგის ქვედა წელის აუზში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია მიკოლაევი. ოლქის ფართობია 24,600 კმ². 2006 წლის აღწერით, ოლქის მოსახლეობა შეადგენს 1,217,103 კაცს. მას ესაზღვრება: ოდესის, ხერსონის, კიროვოგრადის და დნეპროპეტროვსკის ოლქები.

  • დედაქალაქი - 1 (მიკოლაევი)
  • რაიონები — 19;
  • დასახლებები — 922;
    • სოფლები — 896;
    • ქალაქები — 26;
  • სასოფლო საბჭოები — 287.

[რედაქტირება] რელიეფი

ღრმად ხმელეთში იჭრება დნეპრო-ბუგის, ბერეზანის და ტილიგულის ლიმანები. ოლქის ტერიტორიაში შედის კუნძული ბერეზანი და კინბურნი. ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია წარმოადგენს სტეპებს, დაბლობს რომელიც სამხრეთისაკენაა დახრილი. ჩრდილოეთ ნაწილში გადაჭიმულია პოდოლის მაღლობი (მდ. სამხრეთ ბუგის მარჯვენა სანაპიროს) და დნეპრის მაღლობი (მარცხენა სანაპირო).

[რედაქტირება] მდინარეები და ტბები

ოლქის ტერიტორიაზე არსებობს 85 მდინარე მიახლოებით 10 კმ. მთავარი მდინარეა - სამხრეთ ბუგი და მისი შენაკადები: ინგული, კოდიმა, ჩიჩიკლია, სინიუხა, მერტვოვოდი, გნილი იალანეცი. მდინარე ინგულეცი და ვისუნი ეკუთვნიან დნეპრის აუზს. ბერეზანი - ჩაედინება ბერეზანის ლიმანში შავი ზღვის აუზში. მოწყობილია 128 ხელოვნური ტბა და 12 წყალსაცავი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე