მიკის საშობაო სიმღერა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიკის საშობაო სიმღერა
The-rescuers-mickeys-christmas-carol.jpg
რეჟისორი ბერნი მეტინსონი
პროდიუსერი ბერნი მეტინსონი
სცენარის ავტორი ბერნი მეტინსონი
ტონი მარინო
ედ გომბერტი
დონ გრიფიტი
ალან იანგი
ალან დაინჰარტი
ნაწარმოები ჩარლზ დიკენსი
მონტაჟი არმეტა ჯექსონ-ჰამლეტი
ჯეიმზ მელტონი
როლებს ახმოვანებენ უეინ ელვინი
კლერენს ნეში
ჰელ სმითი
ალან იანგი
უილ რაიანი
ედი კეროლი
კომპოზიტორი ირვინ კოსტელი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი Buena Vista Distribution Co. Inc. (აშშ, მსოფლიო)
Greater Union (ავსტრალია)
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ხანგრძლივობა 24 წთ
პრემიერა ბრიტანეთი: 20 ოქტომბერი, 1983
აშშ: 16 დეკემბერი, 1983
ენა ინგლისური
შემდეგი ერთხელ შობას
IMDb ID 0085936

მიკის საშობაო სიმღერა — სტუდიის Walt Disney Productions მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც გამოვიდა 1983 წლის 20 ოქტომბერს, კომპანიის Buena Vista Distribution დისტრიბუციით. ეს იყო ამ ლეიბლის უკანასკნელი ფილმი, რომელიც გამოვიდა კინოთეატრებში. შემდგომში უოლტ დისნეის კომპანიის ყველა ფილმი კინოთეატრებში ვრცელდებოდა თავად კომპანიის მიერ. საგულისხმოა, რომ მიკის საშობაო სიმღერა და მაშველები კინოთეატრებში ერთად გავიდა.

ფილმი ეფუძნება ჩარლზ დიკენსის კლასიკურ ნაწარმოებს საშობაო სიმღერა. მისი მთავარი გმირი არის სკრუჯ მაკ-დაკი, რომელიც განასახიერებს პერსონაჟ ებენეზერ სკრუჯს, ხოლო მიკი მაუსი წარმოდგენილია ბობ კრეტჩიტის როლში. ფილმი აგრეთვე ეფუძნება 1972 წლის აუდიოდადგმას, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ დისნეის პერსონაჟები. ანიმაციური ვერსიის შექმნამდე, აუდიოვერსიაში სხვადასხვა დროის სულების როლში წარმოდგენილები იყვნენ - მერლინი (ხმალი ქვაში), ცისფერი ფერია (პინოქიო და დედოფალი (ფიფქია და შვიდი ჯუჯა).

მიკის საშობაო სიმღერა იყო 30 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ფილმი მიკი მაუსის მონაწილეობით. სხვადასხვა დროს იგი ნაჩვენები იქნა ტელეეთერით. 2008 წლის 10 დეკემბერში ტელეარხმა ABC Family წარმოადგინა იგი საშობაო პროგრამების ფარგლებში, მაგრამ შემოკლებული სახით. ტელეარხმა Toon Disney იგი აჩვენა შემოკლებების გარეშე.

[რედაქტირება] სიუჟეტი

ებენეზერ სკრუჯი (სკრუჯ მაკ-დაკი) არის ძალიან მდიდარი, მაგრამ მეტად ძუნჭი. იგი უხეშად ექცევა ყველა გარშემომყოფს. შობის წინ იგი გამოისტუმრებს ბობ კრეტჩიტს (მიკი მაუსი), რომელიც მასთან მსახურობს, ისე რომ არც კი იფიქრებს მის გაჭირვებულ ოჯახზე. მიკი დაღონებული ბრუნდება ოჯახში.

სკრუჯი ბრუნდება შინ, მაგრამ ღამით მას გამოეცხადება სამი სხვადასხვა სული. პირველია წარსულის სული, რომელიც უჩვენებს მას წარსულს და მის შეცდომებს. მეორეა აწმყოს სული, რომელიც უჩვენებს თუ როგორ ცხოვრობს ბობი. მესამეა მომავლის სული, რომელიც შეაშინებს სკრუჯს იმით რომ საკუთარ საფლავს უჩვენებს. ებენეზერი მიხვდება, რომ მისი სიძუნწე ცუდ შედეგებს მოუტანს. დილით გაღვიძებული, იგი გარბის ქუჩაში, გახარებული ესალმება ყველას, ხოლო კრეტჩიტის ბავშვებს ასაჩუქრებს სხვადასხვა სათამაშოებით, ბობს კი აწინაურებს თანამდებობით.

[რედაქტირება] პერსონაჟები

ფილმის შესავალი, ბობ კრეტჩიტის (მიკი მაუსი) გამოსახულებით

ამ ფილმში ჩნდება ბევრი პერსონაჟი დისნეის ძველი ფილმებიდან, რომელიც არც კი ჩანს ეკრანზე. მაგალითად, სამი პატარა გოჭი მღერის სიმღერას ფილმის დასაწყისში.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე