მიკა (მომღერალი)
| მიკა | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | მაიკლ ჰოლბრუკ პენიმენ უმცრ. | |
| ასევე ცნობილი როგორც |
მიკა პენიმენი, მიკა | |
| დაიბადა | 18 აგვისტო, 1983 ბეირუთი, ლიბანი |
|
| წარმოშობის ადგილი | ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო | |
| ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა, როკი, პაუერპოპი, პოპ როკი, გლემ როკი | |
| საქმიანობა | მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, კლავიშიანი ინსტრუმენტები | |
| აქტიური | 2006–დან დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Casablanca, Island, Universal Music | |
| ვებ-გვერდი | Mikasounds.com | |
მაიკლ ჰოლბრუკ პენიმენი (ინგლ. Michael Holbrook Penniman, დ. 18 აგვისტო, 1983), ფსევდონიმით მიკა, ლიბანური წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი. იგი ლიბანში დაიბადა, მაგრამ ამჟამად ლონდონში მოღვაწეობს. მას კონტრაქტები აქვს გაფორმებული „კასაბლანკა რეკორდზთან“ და „იუნივერსალ მიუზიქთან“.
[რედაქტირება] ადრეული წლები
მიკა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დაიბადა და შუათანა შვილი იყო ლიბანელი დედისა და ამერიკელი მამისთვის. როდესაც ერთი წლის იყო, ოჯახი იძულებული გახდა ომისგან დანაწევრებული ლიბანი დაეტოვებინა და პარიზში გადასულიყო. მან თავისი პირველი სიმღერა შვიდი წლის ასაკში დაწერა და პიანინოს საშინელ ხმებს „Angry“ დაარქვა. მაშინ როდესაც ცხრა წლის იყო, ოჯახი ლონდონში გადავიდა. მას ბავშვობაში დისლექსია სჭირდა, რის გამოც თითქმის ერთი წლის განმავლობაში დედა ასწავლიდა სახლში. მან ლონდონში რამდენიმე სკოლა გამოიცვალა და საბოლოოდ მუსიკის სამეფო კოლეჯში (ინგლ. Royal College of Music) ჩაირიცხა, რაც შემდგომში დატოვა, რათა თავისი პირველი ალბომი ჩაეწერა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი.
- (ინგლისური) Mika — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში