მითი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „მითი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მითი (მრავალმნიშვნელოვანი).
მითი
The Myth

ფილმის პოსტერი
რეჟისორი სტენლი ტონგი
პროდიუსერი ჯეკი ჩანი
სოლონ სო
ბარბი ტანგი
უილი ჩანი
იანგ ბუტინგი
ალბერტ იანგი
სცენარის ავტორი სტენლი ტონგი
ლი ჰაიშუ
ვონგ ჰუილინგი
როლებში ჯეკი ჩანი
ტონი ლონგ კა-ფაი
კიმ ჰი-სანი
მალიკა შერავატი
კომპოზიტორი ვონგ ჩანგ-ინი
გარი ჩესი
კინოსტუდია JCE Movies Limited
გამოსვლის თარიღი ჰონგ-კონგი: 11 მაისი, 2005
ხანგრძლივობა 118 წუთი
ქვეყანა თარგი:ჰონგ-კონგი
ენა კანტონური დიალექტი
ჩრდილო-ჩინური
კორეული
ინგლისური
ჰინდი
მალაიალამური
ტამილური
ბიუჯეტი 15,000,000 ჰონგ-კონგური დოლარი

„მითი“ჰონგ-კონგის მიერ, 2005 წელს საბრძოლო-ფანტასტიკურ ჟანრში გადაღებული ფილმი, რომლის რეჟისორი სტენლი ტონგია, მთავარ როლებს კი ჯეკი ჩანი, ტონი ლონგ კა-ფაი, კიმ ჰი-სანი და მალიკა შერავატი ასრულებენ.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ცინის დინასტიის მმართველობის დროს, გენერალ მენგ ის დაევალა კორეის პრინცესა ოკ-სუს ჩინეთში ჩაყვანა, სადაც პრინცესას მისი მომავალი მეუღლე, ცინის იმპერატორი — ცინ ში ჰუანგი. მგზავრობისას, ჩინეთის არმიას თავს ესხმის კორეის არმია, რომელსაც დავალებული აქვს პრინცესა უკან, კორეაში დააბრუნოს, ამას გენერალი მენგ ი, რომელსაც ფარულად უყვარს კორეის პრინცესა, არ დაუშვებს. იმართება სისხლისმღვრელი ბრძოლა. გენერალი მენგ ი ცდილობს შეინარჩუნოს პრინცესა და არ დაანებოს ის კორეის არმიას. ბრძოლის დროს გენერალი პრინცესასთან ერთად დიდი სიმაღლიდან მდინარეში ვარდება. ამის შემდეგ მენგიმ მარტომ უნდა დაიცვას პრინცესა და ჩაიყვანოს ის ჩინეთში. გზაში პრინცესა ოკ-სუ სიყვარულში უტყდება გენერალს, თუმცა მენგ ი არ ღალატობს თავის იმპერატორს და თუმცა თავადაც უყვარს პრინცესა, არ აღიარებს ამას, წარმატებით ასრულებს მისიას და დიდი მანძილის ფეხით გავლის შემდეგ ოკ-სუ მიჰყავს ჩინეთის დიდი კედლამდე, შემდეგ კი პრინცესას უსაფრთხოდ, ჩინეთის არმიის თანხლებით მიაცილებს ცინის იმპერატორი სასახლეში. თუმცა იმპერატორი უკვე სიკვდილის პირასაა და გენერალი მისგან უკვე ახალ დავალებას იღებს, იმპერატორი მენგ ი-ს აგზავნის სიცოცხლის ელექსირის მოსატანად, იმპერატორის სიცოცხლის გადასარჩენად. უკანა გზაზე მენგ ი-ს ჩასაფრებას მოუწყობს არმის აჯანყებული ნაწილი, რომლებმაც განუდგა იმპერატორს და იმართება მოღალატე პრინცისა და იმპერატორის მოღალატე კანცლერისაგან. მენგ ი დიდი წვალებით ახერხებს ელექსირი გადასცეს თავისსა და იმპერატორის ერთგულ ჯარისკაცს — ნანგონგ იანს. გენერალი მენგი ი იღუპება. ნანგონგს ელექსირი იმპერატორთან მიაქვს, თუმცა პრინცი და კანცლერი ჯარისკაცს და პრინცესა ოკ სუ-ს ბრალს დებენ სახელმწიფო ღალატში, და, რათა იმპერატორმა არ მიიღოს ელექსირი, პრინცესას და ნანგონგს აიძულებენ დალიონ ელექსირი. ისინიც სვამენ ელექსირს. მათ სამუდამო პატიმრობას უსჯიან ჩინის იმპერიის მავზოლეუმში.

დღევანდელი დრო. არქეოლოგ ჯეკს (გენერალ მენგ ი-ს რეინკარნაცია) გამუდმებით ესიზმრება გენერლის ცხოვრების ეპიზოდები. ერთხელაც, მისი მეგობარი უილიამი სთავაზობს მიიღოს მონაწილეობა იშვიათი მინერალის ძებნაში, რომელიც ნულოვან მიზიდულობას წარმოქმნის. ინდოეთში მოგზაურობის დროს ისინი გადააწყდებიან ჰაერში მოლივლივე აკლდამას. ჯეკი აკლდამაში ნახატს პოულობს, სადაც აღბეჭდილია ულამაზესი პრინცესა. ეს სწორედ ის პრინცესაა, ჯეკი ყოველ ღამე რომ ხედავს თავის სიზმრებში. აკლდამაში, უილიამი კატის ქანდაკებზე უცნაურ, შავ ქვას გადაადგილებს და წამიერად, ჰაერში მოლივლივე აკლდამა ძირს ვარდება. ადგილობრივები მოსაკლავად მისდევენ ჯეკსა და უილიამს. უილიამი გაქცევას ახერხებს, ჯეკი კი მდინარეში ვარდება. ის გონებას კარგავს და დინებას მიაქვს. ცოტა ხანში მას მდინარე ნაპირზე გარიყავს, სადაც ინდოელი გოგონა, სამანტა იპოვის და გადაარჩენს. სამანტას ჯეკის თავის ბიძასთან, კალარიპაიატუს გურუსთან მიჰყავს. სამანტას ბიძა აიძულებს ჯეკს აიღოს დაშნა, რომელიც ჯეკმა აკლდამაში აღმოაჩინა, და შეებრძოლოს გურუს ერთ-ერთ მოწაფეს. ბრძოლის დროს, ჯეკს თვალწინ წარმოუდგება დუელი დასარის პრინცთან, რომელიც მას წინა ცხოვრებაში (გენერალი მენგი ი) გადახდა. ჯეკი მოწაფეს ამარცხებს. მას გურუ წინა ცხოვრებასა და მომავალზე ესაუბრება, არქეოლოგი ყველაფერს ხვდება. მალე ჯეკი სახლში ბრუნდება და ხმალს, როგორც ეროვნულ საგანძურს, ჩინეთის ეროვნულ მუზეუმს გადასცემს. არქეოლოგის ქმედებებს გულისყურით აკვირდება იმ საიდუმლო ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც ჯეკისა და უილიამის საგანძურზე ნადირობას აფინანსებს.

ფართომაშტაბიანი კვლევის შემდეგ უილიამი და ჯეკი ასკვნიან, რომ ანტიგრავიტაციული მასალა პატარა ნატეხია მეტეორიტისა, რომელიც დედამიწაზე ცინის იმპერიის მმართველობის პერიოდში დაეცა. ისინი უზარმაზარი ჩანჩქერის უკან დამალულ ცინის იმპერიის მავზოლეუმს იპოვიან და ჯეკი შიგნით მარტო შედის. უზარმაზარი აკლდამა მეტეორის უამრავ ნაწილს შეიცავს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის რომ, მთელი აკლდამა, საიმპერატორო სასახლის ჩათვლით ჰაერში ლივლივებდეს. ჯეკი მავზოლეუმში ოკ-სუს და ნანგონგ-ს ხვდება და მათ გაეცნობა როგორც გენერალი მენგი ი. ამ დროს საიდუმლო ორგანიზაციის ლიდერი თანმხლებ პირებთან (მათ შორის უილიამი) ერთად შედის აკლდამაში. ორგანიზაციის ლიდერის მიზანი სიცოცხლის ელექსირის პოვნაა, ამისთვის ის თავისიანებთან ერთად ერთად ბრძოლას გაუმართავს ჩინის იმპერიის ჯარისკაცს. ბრძოლაში ნანგონგის სასარგებლოდ არქეოლოგი ჯეკი, იგივე გენერალი მენგი ი-ც ჩაერთვება. ბრძოლა სრულ უწონადობის პირობებში მიმდინარეობს და შესაბამისად ფილმის გმირებიც დაფრინავენ. ბედად, უილიამი შემთხვევით დაკიდებულ სფეროს ფორმის საგანზე მეტეორის ნატეხს გადაადგილებს, აკლდამაში მეტეორის ნატეხთა ბალანსი ირღვევა, უწონადობა ქრება და დიდი ნგრევა იწყება. უილიამი ვერცხლისწყლის მდინარეში იღუპება. ჯეკი ჩამოქცევის პირას მისული აკლდამიდან გარბის. მას სურს პრინცესაც თან წაიყვანოს. ჯეკი სთხოვს ოკ-სუ-ს წაყვეს მას. თუმცა პრინცესა უარს ამბობს, რადგან გაიგო რომ სინამდვილეში ჯეკი გენერალი მენგი ი არ არის. მაშინ ჯეკი პრინცესას ახსენებს რომ გენერალი მენგი ი მაშინ დაიღუპა, როდესაც ელექსირისთვის აჯანყებულებთან იბრძოდა. პრინცესას გენერლის დაღუპვის არ სჯერა. ის თვლის რომ მენგი ი ჯერ კიდევ ცოცხალია და პრინცესაც გადაწყვეტილი აქვს მუდამ ელოდოს მენგი ი-ს. პრინცესა აკლდამის უსასრულობას უერთდება. ფილმის ბოლოს ჯეკი ათვალიერებს თავის წიგნს, მისივე არქეოლოგიურ გამოცდილებათა შესახებ. წიგნი უილიამს ეძღვნება.

როლები[რედაქტირება]

სახელი სახელი ფილმში
ჯეკი ჩანი ჯეკი / მენგი ი
კიმ ჰი-სანი პრინცესა ოკ-სუ
ტონი ლონგ კა-ფაი უილიამი
მალიკა შერავატი სამანტა
პატრიკ ტამი გენერალი ქსუ გუი
შაო ბინგი ნანგონგ იანი
კენ ლო "დრაკონი"
იუ რონგგუანგი მოღალატე გენერალი ჟაო კუანგი
კენ ვონგი მოღალატე გენერალი მენგ ჯი
ჯი სონგი მოღალატე გენერალი ჯი სონგი
ჰაიამა გო "ვეფხვი"
ჩან სეკი "ავაზა"
ჰი იუნი "ფენიქსი"
პარკ ჰიუნ ჯინი "არწივი"
ჩოი მინ სუ კორეელი გენერალი ჩოი
იაო ვეიქსინგი კორეელი გენერალი შენი
მეგი ლაი მეგი
იუენ ტაკი ბერი
სან ჟოუ პროფესორი კუ
ლეონ ჰედი ექიმი სმიტი
ლიან შჰულიანგი ჟაო გაო
ჩენ ვეიგუო ლი სი
ჟანგ იქანი ჰუჰეი
ლი ჰოკ-ტანგი ცინის მუზეუმის მეთვალყურე
გოვინდან კუტი ნაირ სატიანარაიანანი პრინცი
რემ გოპალ ბაჯაჯი საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელი
სუდჰანშუ პანდეი ტაძრის მცველი
პიტერ სპურიე დოქტორი სმიტის მკვლევარი
ნგ კონგი გენერალ ჩოის თანაშემწე
ჯონ ფუ კასკადიორი

რელიზი[რედაქტირება]

ფინანსური მოგება[რედაქტირება]

მითი კინოეკრანებზე 2005 წლის 23 სექტემბერს, ჰონგ-კონგში გამოვიდა და პირველი სამი დღის განმავლობაში შემოსავალმა 6,230,000$ ჰონგ-კონგური დოლარი შეადგინა. მოგებამ თავის სვლა დაასრულა 17 მილიონ ჰონგ-კონგურ დოლარზე. ეს თანხა მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა და ფილმი შემოსავლების მიხედვით ჰონგ-კონგურ ფილმთა საუკეთესო სამეულს უწია. რაც შეეხება უცხოურ ქვეყნებს, იქ ფილმა 70 მილიონი ჰონგ-კონგური დოლარის მოგება ნახა.

კრიტიკა[რედაქტირება]

ფილმმა კრიტიკოსებში დადებითი შეფასება დაიმსახურა. ერთ-ერთი კრიტიკოსი სტინა ჩინი წერდა:

ვიკიციტატა
„„მითი” კომედიაა, ეპიკური თემატიკასთან შეხამებული. ფილმში ისტორიული თემა, საბრძოლო ხელოვნება და სამეცნიერო-ფანტასტიკა თან სდევს ფილმის გმირების, არქეოლოგ ჯეკისა (ჯეკი ჩანი) და მეცნიერ უილიამის (ტონი ლონგ კა-ფაი), თავგადასავლებს; უკვდავი მითის ძიებაში ჯეკი და უილიამი კორეის პრინცესას, ცინის ჯარისკაცს და ცინის იმპერიის მავზოლეუმს აწყდებიან“

[1][2]

DVD[რედაქტირება]

ფილმი DVD დისკებზე პირველად 2009 წლის 4 მაისს დიდ ბრიტანეთში Cine Asia-ს მიერ გამოიცა. 2011 წლის 28 თებერვალს "An Introduction to Cine Asia Featurette"-მა კვლავ დიდ ბრიტანეთში ჩაუშვა გაყიდვაში.

ფილმის კომპოზიციები[რედაქტირება]

„მითის” მუსიკალური თემა გაჟღერდა ფილმში Wujin De Ai (無盡的愛; Endless Love, დაუსრულებელი სიყვარული). „მითში” კი მას კორეულად და ჩრდილო-ჩინურ დიალექტზე ჯეკი ჩანი და კიმ ჰი-სანი ასრულებს. სიმღერაში კორეულ სტროფებს კიმი მღერის, ჯეკი კი ჩრდილო-ჩინურ დიალექტზე დაწერილ სტროფებს ასრულებს.

სიმღერის ალტერნატიულ ვერსია Meili De Shenhua (美麗的神話; Beautiful Myth, ლამაზი მითი), სან ნანისა და ჰან ჰონგის მიერ, მთლიანად ჩრდილო-ჩინურ დიალექტზე სრულდება.

სიმღერა უკვე 2010 წელს ტელესერიალში "მითი" ჰუ ჯიმ და ბაი ბინგმა ჩრდილო-ჩინურ დიალექტზე შეასრულეს .

საინიციატივო ჯგუფი[რედაქტირება]

კალარიპაიატუ საბრძოლო სცენები დაიდგა C. V. N. კალარის სკოლის ოსტატების მიერ, სანილ კუმარ გურუკალის ხელმძღვანელობით. საბრძოლო სცენებში მონაწილეობდნენ: ჯონ ფუ, ვუ განგი, ჰან კვონ ჰუა, ლი ინ სეობი, კენ ლო, [პარკ ჰიუნ ჯინი და უილიამ დიუსბური.

სატელევიზიო სერიალი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მითი (ტელესერიალი).

2010 წლის 10 იანვარს ჩინეთში, CCTV-8-ს ეთერში 50 სერიისგან შემდგარი ტელესერიალის (მითი) პრემიერა შედგა [3] ტელესერიალის პროდიუსერი ჯეკი ჩანი იყო, სტენლი ტონგი კი - შემოქმედებითი დირექტორი. სერიალი სიუჟეტი ფილმის სიუჟეტისგან განსხვავდებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება]

  1. მითი. Film Threat (2005-11-29). წაკითხვის თარიღი: 2011-07-28.
  2. Virupaksha Temple | Hampi. India!. Hampi.in. წაკითხვის თარიღი: 2011-07-28.
  3. "მითის" სატელევიზიო ვერსია CCTV-ს ეთერში. China.org.cn. წაკითხვის თარიღი: 2010-01-14.