მიგელ მიგსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Miguel migs.jpg

მიგელ მიგსი (Miguel Migs, ნამდ. სახელი მიგელ სტიუარდი, ასევე ცნობილია ფსევდონიმით პეტალპუშერი) — ჰაუს მუსიკის დიჯეი და პროდიუსერი კალიფირნიიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მიგსმა მუსიკალური კარიერა დაიწყო 18 წლიდან, როგორც წამყვანმა გიტარისტმა და ტექსტის ავტორმა სანტა კრუზულ ჯგუფ Zion Sounds-ში. ჯგუფი დაიშალა შუა 90-იანებში, თუმცა ითვლება რომ მის აფრო-იამაიკურ სტილს დიდი გავლენა მოუხდენია მიგსის პირად კარიერაზე. ჯგუფიდან წამოსვლის შემდეგ მიგსმა დაიწყო ელექტრონული მუსიკით ექსპერიმენტირება.

მიგელ მიგსს შექმნილი აქვს რემიქსები მრავალი წამყვანი მომღერლისა თუ მუსიკოსისთვის, როგორებიცაა ბრიტნი სპირსი, მეისი გრეი და ლაიონელ რიჩი. მიგსი მრავალ ჩამწერ სტუდიასთან თანამშრომლობს, თუმცა მთავარი მათ შორის Naked Music Recordings არის.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]