მთვარის ჰალო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
22°-იანი ჰალო მთვარის გარშემო
22°-იანი მზიური ჰალო და "მზის ძაღლი". სალემი, მასაჩუსეტსი, 2012 წლის 27 ოქტომბერი.

მთვარის ჰალო (22°-იანი ჰალო, მთვარის რგოლი) — ოპტიკური ფენომენის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც შემთხვევით მზის ან მთვარის გარშემო წარმოქმნის 22°-იან წრეს (მას მთვარის რგოლს ან ზამთრის ჰალოსაც უწოდებენ). წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მზის შუქი გარდატყდება ატმოსფეროში არსებული მილიონობით ქაოსურად ორიენტირებული მრავალკუთხედი ყინულის კრისტალების საშუალებით. ჰალო დიდია; მისი რადიუსი, უხეშად რომ შედარდეს, არის შენი მხრებიდან გაშლილი ხელების ზომის.[1]

როდესაც შუქი მრავალკუთხედი ყინულოვან პრიზმების 60°-იან წვეროში გაივლის, ის ორჯერ გადაიხრება, რაც ვლინდება გადახრილი კუთხეებით 22°-დან 50°-მდე. მინიმალური გადახრის კუთხე თითქმის 22°-ია ან უფრო განსაკუთრებული შემთხვევაში, საშუალოდ21,84°; წითელ სინათლეზე ის 21.54°–ია და ლურჯზე 22,37°. ტალღის სიგრძეზე დამოკიდებული ვარიაცია გარდატეხაში იწვევს წრის შიდა კუთხეების მოწითალო ფერს, ხოლო გარეთა კუთხეები მოლურჯოდ გვევლინება. როდესაც სინათლე არ გარდატყდება 22°-ზე მცირე კუთხეზე, მაშინ ჰალოში დანახული ცა უფრო მუქი და ბნელია.[2] [3] 22°-იანი ჰალოს დანახვა წელიწადში 100-ჯერაცაა შესაძლებელი.[1]

სინათლის ბილიკი მრავალკუთხედი პრიზმის გავლით ხელსაყრელ კუთხეში, რის შედეგადაც წარმოიქმნება მინიმალური გადახრა.

ლეგენდაში ნათქვამია, რომ მთვარის რგოლები გვაფრთხილებენ შტორმების მოახლოებას. სხვა ჰალოების მსგავსად, 22°-იანი ჰალოები ჩნდებიან, როდესაც ცა დაფარულია თხელი ბუმბულისებრი ღრუბლებით, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე ჩნდებიან დიდ შტორმამდე.[4]

მსგავსი ფენომენი, სახელად „გვირგვინები,“ გამოწვეულია წყლის წვეთებით და ისინი ბევრად უფრო პატარები და უფრო ფერადები არიან, ვიდრე 22°-იანი ჰალოები.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Pretor-Pinney, Gavin (2011). The Cloud Collector's Handbook. San Francisco, California: Chronicle Books, გვ. 120. ISBN 978-0-8118-7542-4. 
  2. Carl R. Nave. The 22° Halo. Georgia State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-01. ციტირების თარიღი: 2007-04-18.
  3. Les Cowley. 22° Halo Formation. Atmospheric Optics. ციტირების თარიღი: 2007-04-15. (Including excellent illustrations and animations.)
  4. Harrison, Wayne (February 1, 2012). „Nelson: Ring Around Moon Sign Of Approaching Storm“. The Denver Channel. Denver. TheDenverChannel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 3, 2012. ციტირების თარიღი: February 4, 2012.
  5. Les Cowley. 22° Circular halo. Atmospheric Optics. ციტირების თარიღი: 2007-04-15.