მზიურა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მზიურა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Inula | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მზიურა (Inula), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- და ერთწლოვანი ბალახებია. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, განსაკუთრებით — ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში 14 სახეობაა. იზრდებიან ბუჩქნარებში, ტყეებში, ტყისპირებზე, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში, მშრალ და კლდოვან ფერდობებზე. დასავლეთ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კავკასიის ენდემი Inula magnifica. სუბალპურ სარტყელში იგი ქმნის მაღალბალახოვან დაჯუფებებს. მზიურა თაფლოვანი, დეკორატიული (Inula magnifica) და სამკურნალო (კულმუხო) მცენარეებია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გაგნიძე რ., ქსე, ტ. 6, გვ. 662, თბ., 1983
სტატიის