მზიანი ღამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მზიანი ღამე.
მზიანი ღამე
ჟანრი რომანი
ავტორი ნოდარ დუმბაძე
მშობლიური ენა ქართული
დაწერის ადგილი საქართველოს სსრ
გამოცემულია 1967

მზიანი ღამენოდარ დუმბაძის მესამე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი. ნაწარმოების მთავარი გმირი, მთხრობელი თემო ბარამიძეა. ახალგაზრდა სტუდენტი, რომლის დედა 12-წლიანი გადასახლებიდან დაბრუნდა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანის მთავარი გმირი, თემური გაუცხოვებულია საკუთარ დედასთან, რომელიც ახლახან დაბრუნდა 12-წლიანი გადასახლებიდან. ის ყოველდღიური, ჩვეულებრივი სიტუაციიდან აღმოჩნდება მორალური კონფლიქტის წინაშე: გადაარჩინოს თუ არა კაცი, რომელიც მის თვალწინ ინსულტით იღუპება, არამზადა, რომელიც მისი და მისი ოჯახის უბედურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს? აპატიოს თუ არა, დაეხმაროს თუ არა? ავადმყოფის თავთან მჯდომარე გმირი გრძნობს, თუ როგორ თავისუფლდება დღითიდღე მისის გული სიძულვილისგან, როგორ ივსება სიბრალულით ადამიანის მიმართ, რომელმაც მორალური თვითმკვლელობა ჩაიდინა, იქცა ორჯერ ჩამშვებ, ოჯახების გამანადგურებელ და მოღალატე ადამიანად. მიუხედავად რომანის თემის სიმძიმისა, ნაწარმოები ავტორის იუმორითაა გაჟღენთილი, რაც საკითხავად ძალიან მსუბუქს ხდის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნოდარ დუმბაძე, რჩეული ნაწერები სამ ტომად, ტ. 2, — თბილისი, „მერანი“, 1982.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]