მზეჭაბუკი
| მზეჭაბუკი | |
| სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1500 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1515 |
| წინამორბედი: | ქაიხოსრო I |
| მემკვიდრე: | მანუჩარ I |
| დაბ. თარიღი: | |
| გარდ. თარიღი: | 1516 |
| დინასტია: | ჯაყელები |
| მამა: | ყვარყვარე II |
მზეჭაბუკი, ჯაყელი (გ. 1516), სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1500-1515 წლებში, ყვარყვარე II-ის ძე. ტახტი მიიტაცა უფროსი ძმის ყვარყვარე III-ის გარდაცვალების შემდეგ. თავდაპირველად იცავდა საქართველოს მეფე-მთავრებს შორის 1490-1492 წლებში დადებულ ზავს, შემდეგ კი საკუთარი სამფლობელოს გაძლიერების მიზნით ოსმალეთს მორჩილება გამოუცხადა და მისი დახმარებით ჭანეთი და აჭარა სამცხე-საათაბაგოს შეუერთა. მზეჭაბუკი ცდილობდა სამცხე-საათაბაგოს ეკლესია ჩამოეშორებინა საქართველოსაგან. მან ერთხანს მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ ბოლოს დამარცხდა, 1515 წელს ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს და ბერად აღიკვეცა იაკობის სახელით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ლომსაძე შ., ქსე, ტ. 6, გვ. 658, თბ., 1983
| წინამორბედი: ქაიხოსრო I |
სამცხის ათაბაგი 1500 - 1515 |
შემდეგი: მანუჩარ I |
|
|||||
სტატიის