მეჭეჭიანასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჭეჭიანასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
რიგი:  სკორპენასნაირნი
ოჯახი:  მეჭეჭიანასებრნი
ლათინური სახელი
Synanceidae

მეჭეჭიანასებრნი (ლათ. Synanceidae) — თევზების ოჯახი სკორპენასნაირთა რიგისა. აქვთ უქერცლო სხეული. გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვების სანაპირო ზოლში. მეჭეჭიანასებრთა ოჯახიდან ყველაზე მეტად ცნობილია მეჭეჭიანა (Synanceia verrucosa). ზურგის ფარულს აქვს 12 მსხვილი ეკალი, რომელთა ძირში წყვილ-წყვილი შხამიანი ჯირკვალია. მეჭეჭიანასებრთა ეკლის ჩხვლეტა მეტად საშიშია (ზოგჯერ სასიკვდილო). მეჭეჭიანასებრთა ხორცს საკვებად იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]