მეცნიერება (გამომცემლობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეცნიერება.

„მეცნიერება“საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. დაარსდა 1941 წელს თბილისში. 1964 წლამდე ეწოდებოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. „მეცნიერებას“ აქვს ფიზიკა-მათემატიკის, გეოლოგია-გეოგრაფიისა და ქიმია-ტექნიკური ლიტერატურის, ბიოლოგიის, სამედიცინო ლიტერატურის, ენისა და ლიტერატურის, სოციალურ-ეკონომიკური ლიტერატურის რედაქციები. „მეცნიერების“ გამოცემებია ჟურნალები: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, „მაცნე“ სერიებად (ენისა და ლიტერატურის; ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ინატიტუტი; ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის; ეკონომიკისა და სამართლის; ქიმიის; ბიოლოგიის), „მეცნიერება და ტექნიკა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]