მექსიკის პოლიტიკური სისტემა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მექსიკის პოლიტიკური სისტემამექსიკა, ისევე როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობა, წარმოადგენს ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკას. მექსიკის სახელმწიფო წყობის ფორმა გადმოღებულია აშშ-ს მმართველობის ფორმიდან.

სექციების სია

[რედაქტირება] კონსტიტუციური წყობა

მექსიკაში მკვეთრადაა გამიჯნული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა კონგრესი. იგი შედგება ორი პალატისაგან:

ორივე პალატას ირჩევენ საყოველთაო არჩევნების გზით.

აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. იგი აკომპლექტებს მთავრობას (ე.წ. აღმასრულებელ კაბინეტს). განსხვავებით ლათინური ამერიკისა და აშშ-სა მექსიკაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არა არის.

სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს უზენაესი სასამართლო, რომლის მოსამართლეებს ამტკიცებს სენატი პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე. ისევე, როგორც აშშ-ში მექსიკაშიც უზენაესი სასამართლო ითავსებს კონსტიტუციური სასამართლოს ფუნქციებსაც.

[რედაქტირება] საარჩევნო სისტემა

საარჩევნო ციკლი მექსიკაში მეორდება ყოველ ექვს წელიწადში, როდესაც ერთდროულად მიმდინარეობს კონგრესის ორივე პალატის და პრეზიდენტის არჩევნები. გარდა ამისა შუალედში მიმდინარეობს კიდევ ერთი არჩევნები, ირჩევენ დეპუტატთა პალატის წევრებს (მათი უფლებამოსილება 3 წლითაა განსაზღვრული).

1991 წელს ფორმირება განიცადა სენატის არჩევნების სისტემამ. თუ მანამდე სენატის ყველა წევრს ირჩევდნენ ყოველ 6 წელიწადში, შემდეგ 32 სენატორს (25%) ირჩევდნენ ცალკე, ხოლო - 96 სენატორს(75%) ცალკე. მაგრამ 2000 წელს ეს წესი გააუქმეს და არჩევნების ძველ სისტემას დაუბრუნდნენ.

1976 წლიდან 500 ადგილიანი დეპუტატთა პალატის 300 წევრს (60%) ირჩევენ მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო 200 (40%) - პროპორციული სისტემით. 2000 წელს არჩევნების ეს შერეული სისტემა შემოიღეს სენატის არჩევნებისთვისაც. 128 სენატორიდან 32-ს ირჩევენ მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 96-ს პროპორციული საარჩევნო სისტემით.

[რედაქტირება] პარტიები

დღესდღეობით მექსიკაში სამპარტიული პოლიტიკური სისტემაა. ქვეყნის მთავარი პარტიაა ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია, რომელიც 72 წლის განმავლობაში (1928-2000 წწ.) დომინირებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მემარჯვენე პარტიაა ეროვნული მოქმედების პარტია, ხოლო მემარცხენე ძალაა რევოლუციურ-დემოკრატიული პარტია.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე