მეფისკალო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მეფისკალო | |
მეფისკალო მოჩანს მარცხნივ (თოვლით შემოსილი) |
|
| კოორდინატები: / | |
|---|---|
| სიმაღლე |
3694 მ (დიდი მეფისკალო) 3519 მ (პატარა მეფისკალო) |
| მდებარეობა | |
| ქედი | |
მეფისკალო (ნეფისკალო) — მწვერვალები ცენტრალურ კავკასიონზე, ყელის ვულკანურ ზეგანზე, მდინარეების დიდი ლიახვისა და მთიულეთის არაგვის სათავეებში. დიდი მეფისკალო (3694 მ) აღმართულია ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში, პატარა მეფისკალო (3519 მ) — ზეგნის აღმოსავლეთ პერიფერიაზე. აგებულია ანდეზიტებითა და ლიპარიტ-დაციტური ლავებით. კარგად არის გამოხატული მეოთხეული გამყინვარების კვალი. კალთები მოკლებულია მცენარეულ საფარს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 623, თბ., 1983 წელი.