მეფე ჯორჯის კუნძული (ანტარქტიკა)
მეფე ჯორჯის კუნძული (არგენტინაში უწოდებენ: (ესპ. Isla 25 de Mayo-25 მაისის კუნძული), ჩილეში უწოდებენ: (ესპ. Isla Rey Jorge), რუსეთში - ვატერპოლოს) არის სამხრეთ შეტლანდის კუნძულების ჯგუფში უდიდესი. მისი კოორდინატებია: / , ის მდებარეობს სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის კონტინენტიდან 120 კილომეტრის დაშორებით. კუნძლს სახელი გაერთიანებული სამეფოს მეფის ჯორჯ III-ის პატივსაცემად ეწოდა. ხანდახან ამ კუნძულს შეცდომით აიგივებენ ტასმანიაში მდებარე მცირე, დაუსახლებელ მეფე ჯორჯის კუნძულთან ან ჯორჯის კუნძულთან რომელიც ფოლკლენდის კუნძულების ჯგუფის წევრია.
კუნძულზე პრეტენზია პირველად 1819 წლის 16 ოქტომბერს, გაერთიანებულმა სამეფომ და ირლანდიამ წარმოადგინეს. ბრიტანეთმა 1908 წელს მოახდინა, როგორც ფოლკლენდის კუნძულებში შემავალი კუნძულის, ფორმალური ანექსია[1][2][3] და დღეისთვის განიხილავს როგორც ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილს. კუნძულზე პრეტენზია ჩილემ 1940 წელს წარადგინა და მას ჩილეს ანტარქტიკის პროვინციის ნაწილად განიხილავს. 1943 წელს კი პრეტენზია არგენტინამ გამოთქვა, რომელსაც არგენტინული ანტარქტიკის ნაწილად მიიჩნევს და მას ეროვნული დღის აღსანიშნავად 25 მაისის კუნძულს უწოდებს. ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი არ აღიარებენ ამ პრეტენზიებს და ფორმალურად ინარჩუნებენ ანტარქტიკის ტერიტორიების მოთხოვნის უფლებას.
კუნძული 1819 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა მკვლევარმა უილიამ სმითმა.[4] ის არის დაახლოებით 95 კილომეტრის სიგრძის და 25 კილომეტრის სიგანის კუნძული რომლის ფართობიც შეადგენს 1150კმ²-ს. კუნძულის 90%-ზე მეტი დაფარულია მუდმივი მყინვარით.[4] 1821 წელს, გემ Lord Melville-ის ეკიპაჟის 11-მა წევრმა ზამთარი გაატარა კუნძულზე. ისინი პირველი ადამიანები იყვნენ ვინც ანტარქტიკაში ამის გაკეთბა მოახერხეს.[5]
კუნძული გამოირჩევა მცენარეების დაცხოველების მრავალფეროვნებით. აქ გავრცელებულია ზღვის ლომი, უედელის სელაპი, ზღვის ლეოპარდი, ანტარქტიკული პინგვინი და სუბანტარქტიკული პინგვინი.
სექციების სია |
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- სამხრეთ შეტლანდის კუნძულები
- ჯორჯის კუნძული (მრავალმნიშვნელოვანი)
- მეფე ჯორჯის კუნძული (მრავალმნიშვნელოვანი)
[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია
- A.G.E. Jones, "Captain William Smith and the Discovery of New South Shetland", Geographical Journal, Vol. 141, No. 3 (November 1975), pp. 445–461 ინგლისური
- Alan Gurney, Below the Convergence: Voyages Toward Antarctica, 1699-1839, Penguin Books, New York, 1998 ინგლისური
- Revista de la Asociación Geológica Argentina 62 (1): pp 35-43 ესპანური
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Odd Gunnar Skagestad. Norsk Polar Politikk: Hovedtrekk og Utvikslingslinier, 1905-1974. Oslo: Dreyers Forlag, 1975
- ↑ Thorleif Tobias Thorleifsson. Bi-polar international diplomacy: The Sverdrup Islands question, 1902-1930. Master of Arts Thesis, სიმონ ფრაზერის უნივერსიტეტი, 2004.
- ↑ Robert K. Headland, The Island of South Georgia, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1984.
- ↑ 4.0 4.1 Campbell, David G. (2002). The Crystal Desert: Summers in Antarctica, p. 4. Houghton-Mifflin Books. ISBN 0-618-21921-8.
- ↑ Mills, William James (2003). Exploring Polar Frontiers: A Historical Encyclopedia, p. 353. Santa Barbara: ABC-CLIO, Inc. ISBN 1-57607-422-6.
სტატიის 