მეტროპოლიტენ ლაიფ ტაუერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეტ ლაიფ ტაუერი
Met Life Tower
მეტლაიფ ტაუერი
მეტლაიფ ტაუერი

მეტ ლაიფ ტაუერი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1909-დან 1913-მდე.*

წინამორბედი ზინგერის შენობა
შემდეგი ვულუორზ ბილდინგი
ინფორმაცია
მისამართი 1 მედისონ ავენიუ, ნიუ-იორკი
სტატუსი დასრულებული
აშენდა 1909
ტექნიკური დეტალები
სართული 213 მ / 50 სართ.
*ცხოვრებისთვის სრულად ვარგისი, ცალკე მდგომი მთავარი შესასვლელიდან უმაღლეს სტრუქტურულ დონემდე;
იხ. მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები სხვა კლასიფ.-თვის.

მეტროპოლიტენ ლაიფ ინშურანს კომპანი ტაუერი (Metropolitan Life Insurance Company Tower, ასევე Met Life Tower) 2005 წლამდე სადაზღვევო კომპანია მეტროპოლიტენ ლაიფის შტაბ-ბინა მედისონ ავენიუზე, ნიუ-იორკი, მსოფლიოს უმაღლესი შენობა იყო 1909-1913 წლებში, რის შემდეგაც ეს ტიტული ვულუორზ ბილდინგს გადასცა.

თავდაპირველ 11-სართულიან შენობას, რომელსაც მთელი კვარტალი ეჭირა, ტაუერი მოგვიანებით დააშენეს. ტაუერის პროექტის შთაგონებად ვენეციაში სან მარკოს კამპანილე გახდა. კომპანიამ ნაპოლეონ ლებრუნ ენდ სანს დააპროექტა 213 მ-ის შენობა 52 სართულით, რაც მისი ძველი მსოფლიოს კოლეგაზე ორჯერ უფრო მაღალი იყო. მშენებლობა კომპანია ჰედენმა განახორციელა.

ტაუერს ოთხი საათი აქვს, კოშკის ოთხივე მხარეს. ყოველი საათი 8 მ-ია დიამეტრში, ხოლო მისი ყოველი ციფრი 1,2 მ. საათის ისრები თითო ნახევარ ტონას იწონის. თავდაპირველად ტაუერის ფასადი ტაკაჰოს მარმარილოთი მოაპირკეთეს, თუმცა 1964 წელს აღდგენისას მარმარილო უბრალო კირქვით გამოცვალეს, რამაც ასევე შეცვალა ძველი რენესანსის აღორძინების დეტალები უფრო სწორხაზოვანი, თანამედროვე იერით. შენობის ადრეული ორნამენტები თითქმის მთლიანად შემოაცალეს.

2002 წელს დასრულებული სამ წლიანი რეკონსტრუქციით შენობის ფასადში თანამედროვე კომპიუტერიზებული ფერადი განათების სისტემა ჩამონტაჟდა, ემპაია სტეიტ ბილდინგის მსგავსად, რომელიც ფერს იცვლის სეზონისა თუ დღესასწაულის შესაბამისად.

2005 წლის მარტში სლ გრინ რიალტი ტრასტმა ტაუერი შეისყიდა და მას საცხოვრებელ ბინებად გადაკეთებას უპირებს, თუმცა ძირითადი შენობა ოფისებისთვის დარჩება.