მეტლაიფ ბილდინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეტლაიფ ბილდინგი
MetLife Building
მეტლაიფის შენობა
ინფორმაცია
მისამართი მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
სტატუსი დასრულებული
აშენდა 1963
დანიშნულება ოფისები
ტექნიკური დეტალები
სართული 246,6 მ / 58 სართ.
ფართი 2,8 მილ. კვ. ფუტი
კომპანიები
არქიტექტორი ე. როთი & არქიტექტორთა კოლაბორატივი

მეტლაიფ ბილდინგი (MetLife Building), ყოფილი Pan Am Building, მდებარეობს #200 პარკ ავენიუზე, ნიუ-იორკში.

ისტორია[რედაქტირება]

პან-ამის შენობა უდიდესი კომერციული საოფისე შენობა იყო მსოფლიოში მისი გახსნის დღეს 1963 წლის 7 მარტს. ის დღესაც მანჰეტენის ხედის მნიშვნელოვანი ნაწილია და აშშ-ის 50 უმაღლეს შენობათა შორისაა.

კომპანია Pan American World Airways შენობის მფლობელი იყო მრავალი წლის განმავლობაში. მისი ლოგოტიპი გამოსახული იყო შენობის ფასადის ჩრდილო და სამხრეთ მხარეებზე, ხოლო მისი გლობუსის ნიშანი კი აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე. 1981 წელს მეტროპოლიტენ ლაიფ ინშურანს კომპანიმ შენობა პან-ამისგან შეისყიდა. როცა პან-ამმა შეწყვიტა არსებობა 1991 წელს მეტლაიფმა პან-ამის ლოგო საკუთარით შეცვალა, რის შემდეგაც შენობას მეტლაიფ ბილდინგი ჰქვია. იგივე სახელი არაფორმალურად მეტლაიფ ტაუერსაც ჰქვია.

2005 წელს მეტლაიფმა შენობა $1.72 მილიარდად გაყიდა, რაც ყველაზე მაღალი ფასი იყო აშშ-ის ისტორიაში საოფისე შენობისთვის. მყიდველი სააქციო საზოგადოება Tishman Speyer Properties, New York City Employees' Retirement System, და New York City Teachers' Retirement System იყო.

შენობა ასევე ცნობილი იყო შვეულმფრენის მომსახურებით ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტთან, რასაც შვიდი წუთი სჭირდებოდა შენობის სახურავის ასაფრენი მოედნიდან. ეს მომსახურება მხოლოდ 1965-68 წლებში (რამდენიმე თვე 1977 წელს) ხორციელდებოდა, რის შემდეგაც შეწყდა კატასტროფის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. კიდევ ერთი განთქმული ინციდენტი ამ შენობაში იყო ელი ბლეკის თვითმკვლელობა 1975 წლის 3 თებერვალს. United Brands Company (ამჟამად Chiquita Brands International) აღმასრულებელმა დირექტორმა საკუთარი პორტფელით ოფისის გარე ფანჯარა ჩაამტვრია და 44-ე სართულიდან გადმოხტა პარკ ავენიუზე.

შენობის ყველაზე ცნობილი "რეზიდენტები" არიან შევარდენთა წყვილი (მეტსახელად ლუი და კლარკი), რომელთაც შენობაზე ბუდე აქვთ გაკეთებული და მტრედებით იკვებებიან.

არქიტექტურა[რედაქტირება]

მეტლაიფის შენობა ემპაია სტეიტ ბილდინგიდან.

ფირმა Emery Roth & Sons პროექტი ვალტერ გროპიუსისა და პიეტრო ბელუსკის დახმარებით შეიქმნა და ბრუტალისტური ან საერთაშორისო სტილის ცათამბჯენის ნიმუშია. შენობა კომერციული დანიშნულებისაა მაღალი ჭერით, მარტივი შიდა განლაგებით და ფეშენებელური დეტალების არარსებობით მის ინტერიერსა თუ ფასადზე. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურის კრიტიკოსთა და მრავალ ნიუ-იორკელთა მიერ შენობა დაწუნებულ იქნა, ის საკმაოდ პოპულარულია შენობის ფართის მფლობელათ შორის, სულ მცირე გრანდ სენტრალ ტერმინალთან სიახლოვის გამო.

მეტლაიფ ბილდინგი ქალაქში ყველაზე მოძულებული ცათამბჯენია. 1987 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთი პერიოდული გამოცემის საზოგადოებრივმა გამოკითხვამ მეტლაიფი (მაშინ პანამი) გამოავლინა, რომ ნიუ-იორკელების უმრავლესობა სიამოვნებით დაანგრევდა ამ შენობას. შესაძლოა შენობის ამგვარი იმიჯი განპირობებულია იმით, რომ ის ნიუ-იორკის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს. გრანდ სენტრალ ტერმინალის უკან, ზედ შუა პარკ ავენიუზე წამოჭიმულ შენობას ხედი ყველა მხრიდან ხსნილი აქვს და თავისი იერით ერთობ კონტრასტულია გარშემო შენობებისგან.

მიუხედავად კრიტიკისა, მე-20 საუკუნის მრავალ არქიტექტორს შენობა მისი დამთავრების შემდეგ ხშირად შეუქია. ფორმით პირელის კოშკის მსგავსი შენობა უნიკალურია, რასაც ფაქტობრივად მისი მონუმენტური ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. პროექტის მნიშვნელობა ნათელი ხდება თუ მას შევადარებთ გროპიუსის სხვა მაღლივ შენობებს, როგორიცაა ჩიკაგოს ტრიბუნ ტაუერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]