მეტა (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 804 კმ |
| აუზის ფართობი | 93,800 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | აღმოსავლეთი კორდილიერები |
| ჩაედინება | ორინოკო |
| ქვეყნები | |
მეტა (ლათ. Meta) — მდინარე კოლუმბიაში (ქვემო დინებაზე გადის კოლუმბია - ვენესუელის საზღვარზე). ორინოკოს მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1000 კმ-ზე მეტი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კორდილიერების აღმოსავლეთ კალთებზე. მიედინება ლიანოს-ორინოკოს ვაკეზე. იცის ზაფხულის წყალმოვარდნები. სანაოსნოა შესართავიდან სოფელ მარაილამდე და უფრო ზემოთ, სათავეების ვაკე მონაკვეთებზე. მთავარი ნავსადგურებია პუერტო-კარენიო და ოროკუე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 603, თბ., 1983 წელი.