მესერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|მესერი}} |
მესერი — არის ყოველი არამასიური ნივთი, გამჭოლი, შუალედური, სიცარიელეებით; კოჭების, ქანდარების ან ლატანის რიგით რომელიც შეკრულია ერთმანეთთან განივად და გრძივად, ან კიდევ სხვანაირად;
- მშენებლობა და დაცვითი ტექნოლოგიები:
- მესერი — ყველაზე ხშირად არის ლითონის კონსტრუქციის წნული: მრგვალი ან კვადრატული ჭრილით, არმატურით, პროფილური მილით ან სხვა სახის ფოლადის ნაწარმით. აქვს ორმაგი დანიშნულება: არასანქციონირებული შეღწევის საწინააღმდეგოდ შენობის ან ტერიტორიის დაცვა და ფასადების დეკორატიული გაფორმება, ფანჯრების დაცვა.
- მესრის კონსტრუქციები — ეს არის ლითონის კონსტრუქციები რომელიც უზრუნველყოფენ შენობა ნაგებობის სიმტკიცეს.
- მესერი — ყველაზე ხშირად არის ლითონის კონსტრუქციის წნული: მრგვალი ან კვადრატული ჭრილით, არმატურით, პროფილური მილით ან სხვა სახის ფოლადის ნაწარმით. აქვს ორმაგი დანიშნულება: არასანქციონირებული შეღწევის საწინააღმდეგოდ შენობის ან ტერიტორიის დაცვა და ფასადების დეკორატიული გაფორმება, ფანჯრების დაცვა.
- მათემატიკა:
- მესერი სიმრავლეთა თეორიაში — ნაწილობრივ მოწესრიგებული სიმრავლე, სადაც ყოველი ორ ელემენტიანი ქვესიმრავლეს აქვს როგორც ზუსტი ზედა (sup) ისე ზუსტი ქვედა (inf) წახნაგები;
- მესერი — დისკრეტული ქვეჯგუფი ლის ჯგუფში. კერძოდ:
- მთელრიცხვიანი მესერი — სიბრტყის ან სივრცის წერტილების ერთობლიობა, რომელთა კოორდიანტები ზოგ (სწორხაზოვან) კოორდინატების სისტემებში წარმოადგენს მთელ რიცხვებს.
- კრისტალური მესერი — გააჩნია გარკვეული სიმეტრია და შორი წესრიგის სტრუქტურა, რომელსაც ქმნიან ატომები კრისტალებში;
- დიფრაქციული მესერი — ოპტიკური ხელსაწყო, რომელსაც აქვს იმ სფეროების რეგულარული სტრუქტურა, სხვადასხვა ოპტიკური თვისებები (გამჭვირვალე—გაუმჭვირვალე, არეკლვადი—შთანქვითი და ა.შ.), რომლის მოქმედება დაფუძნებულია დიდი რაოდენობის შუქის სხივების ინტერფერენციის მოვლენებზე (დიფრაქცია);
- ღუმელის მესერი — თუჯის მესერი, რომელიც იჭერს მყარ საწვავს საწვავ კამერაში (მაგალითად, ნახშირს);
- ვიბრაციული მესერი — უკვე ჩამოსხმული ქვიშის ყალიბის შენჯღრევით დასამტვრევი დანადგარი.
- პანეტის მესერი გენეტიკაში — მამაკაცისა და ქალის გამეტების შეხამებით გენოტიპის გრაფიკული განსაზღვრის მეთოდი, შეჯვარების დროს, შემოთავაზებული ინგლისელი ბიოლოგის რეჯინალდ პანეტის მიერ (ინგლ. R. Punnett);
- ანტენის მესერი — გამომსხივებლების პერიოდული სტუქტურა, რომელიც იძლევა საშუალებას ანტენის მიმართულების დიაგრამის მართვისა, მექანიკური მობრუნების გარეშე, რადიოტალღების ინტერფერენციის სურათის ცვლილების ხარჯზე სივრცეში;
- მესერი — კომპიუტერული ქსელის ერთერთი ტოპოლოგია.
- მესერი — ან «მესრის ნიშანი», ოქტოტორპი სიმბოლოს ერთერთი სახელწოდება, კლავიატურის კლავიში.