მესენია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | ნომი |
| შედის | პელოპონესი |
| ადმინ. ცენტრი | კალამატა |
| ოფიც. ენა | ბერძნული ენა |
| მოსახლეობა (2005) | 180,264 |
| სიმჭიდროვე | 60,3 კაცი/კმ² |
| ფართობი | 2,991 კმ² |
| კოდი ISO 3166-2 | GR-17 |
| სატელეფონო კოდი | 272x0, 276x0 |
| საფოსტო ინდექსები | 24x xx |
| ავტომ. სანომრე ნიშნები | ΚΜ |
| ოფიციალური საიტი | |
| მესინია | |
მესინია (ბერძნ. Μεσσηνία) — ნომი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში. ნომის ჩრდილოეთით მდებარეობს მთაგრეხილი ტაიგეტოსი, რომელიც ყოფს ერთმანეთისგან ლაკონიას და მეინიას.
ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კალამატა.
სხვა დიდი ქალაქები:
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ძველ დროში გადმოცემით მესინია დასახლებული იყო ლელეგებით. ჰომეროსის თანახმად მესინიაში იყო ნესტორის სამეფო პილოსი. მესენიის ომების შედეგად მესენია იმყოფებოდა სპარტის მმართველობის ქვეშ. ძვ. წ. 369 წელს თებეელების სპარტაზე გამარჯვების შემდეგ მესინიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. იმავე წელს იქნა დაარსებული მესინიას ახალი დედაქალაქი მესინი.ძვ. წ. I საუკუნეში მესინია შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში.
[რედაქტირება] გეოგრაფია
[რედაქტირება] მთები
უდიდესი მთაა — პროფიტოს ილიასი (Προφήτης Ηλίας) 2404 მ.), ტაიგეტოსის მთაგრეხილში.
[რედაქტირება] მდინარეები
ნომის ყველაზე დიდი მდინარეა — პამისოსი. პატარა მდინარეები: ველიკასი და ნედონასი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
კალამატა — მესინიას ნომის სავაჭრო და სამრეწველო ცენტრია, აგრეთვე მნიშვნელოვანი ნავსადგური. სოფლის მეურნეობის სექტორში მთავარი ადგილი უკავია: ლეღვს, ვაზს, ფორთოხალს, ზეთისხილს და ზეთისხილის ზეთს.
[რედაქტირება] მუნიციპალიტეტები
პერიფერიული ერთეული მესინია იყოფა 6 მუნიციპალიტეტად.
| კალამატა (1) |
| მესინი (2) |
| ოხალია (3) |
| პილოს-ნესტორასი (4) |
| ტრიფილია (5) |
| დასავლეთი მანი (6) |