მესამე პლანეტის საიდუმლო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მესამე პლანეტის საიდუმლო
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
ფილმის ტიპი ნახატი ფილმი
რეჟისორი რომან კაჩანოვი
კომპოზიტორი ალექსანდრე ზაცეპინი
ანიმატორი(ები) მარინა ვოსკანიანცი, მარინა როგოვა, ვლადიმირ არბეკოვი, ვლადიმირ ზარუბინი და სხვები
დისტრიბუტორი საბჭოთა კავშირის დროშა სოიუზმულტფილმი
აშშ-ის დროშა Jambre Pictures (1981-1985), Touchstone Pictures (1985)
იაპონიის დროშა Nippon Animation
პრემიერა 1981 (სსრკ)
ხანგრძლივობა 50:06
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული
IMDb პროფილი

მესამე პლანეტის საიდუმლო — 1981 წლის საბჭოთა ანიმაციური ფილმი, რომლის რეჟისორია რომან კაჩანოვი. ფილმი ეფუძნება კირ ბულიჩოვის წიგნს ’’ალისა და სამი კაპიტანი’’, სერიიდან ’’ალისას თავგადასავალი’’.

სიუჟეტის მიხედვით, დედამიწიდან კოსმოსში მიემგზავრებიან პროფესორი სელეზნიოვი და მისი შვილი ალისა. ამ მოგზაურობისას ისინი მოსკოვის ზოოპარკისათვის ეძებენ უცნაურ ცხოველებს. მაგრამ მოვლენებები იძაბება, როდესაც მათ მფლობელობაში აღმოჩნდება მოლაპარაკე ფრინველი. მისგან მოგზაურები შეიტყობენ, რომ ორ კაპიტანს, ბურანს და კიმს, თავს რაღაც გადახდათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]