მერქნიჭამიასებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერქნიჭამიასებრნი
Cossus cossus
Cossus cossus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ქერცლფრთიანები
ოჯახი: მერქნიჭამიასებრნი
ლათინური სახელი
Cossidae
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მერქნიჭამიასებრნი (Cossidae) — ღამის პეპლების ოჯახი. აერთიანებს 600-მდე სახეობას. გავრცელებულია თითქმის ყველა კონტინენტზე, ყოფილ სსრკ-ში ყველაზე მეტად შუა აზიაში გვხვდება. მერქნიჭამიასებრთა მატლები მერქანში ღრღნიან გრძელ სავალებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვთ. იშვიათად ბინადრობენ ბალახოვანი მცენარეების ფესვებში, ბოლქვებსა და ღეროებში. მერქნიანთა ძირითადი მავნებლებია მაჟაურა (Zeuzera pyrina), რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს იფნისა და ვაშლის ხეს, და სუნიანი მერქნიჭამია (Cossus cossus), რომელიც აზიანებს ხეხილისა და ტყის ჯიშებს (დაზიანებულ ხეს ძმრის სუნი ასდის). ორივე სახეობა გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 595, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე