მერუ (ვულკანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერუ

მერუ — მოქმედი ვულკანი ტანზანიაში, აღმოსავლეთ აფრიკის რღვევების ზონაში. აგებულია ანდეზიტური და ტრაქიდოლერიტული ლავებითა და ლეიციტ-ნეფელინიანი ტუფებით. მერუს კალდერის (სიღრმე 1300 მ-მდე). დასავლეთ კედელთან არის მოქმედი კონუსი, რომლის სიმაღლეა 3 669 მ. მაქსიმალური სიმაღლე კალდერის დასავლეთ თხემზეა (4 565 მ). მერუს კალთები 1 100 მეტრ სიმაღლემდე შემოსილია ბუჩქოვანი სავანითა და სავანური ტყით, უფრო მაღლა მეორეული ტყე და ტროპიკული კულტურების პლანტაციებია, 1 800 მ-ის ზევით - მთის ჰილეა, მაღალმთის მდელო და შიშველი კლდეები.