მერონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
მერონი |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 1208 | |
მერონი (ივრ.: הר מירון, ჰარ მერონ; არაბ.: جبل الجرمق, ჯაბალ ალ-ჯარმაქი ) — წარმოადგენს მერონის მთიანი მასივის ნაწილს, გალილეის ყველაზე მაღალი მთა, ასევე, ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ყველაზე მაღალი წერტილი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1208 მ-ს. მთიდან კარგად ჩანს ქალაქი ცფათი. მთაზე არის ებრაელების წმინდა ადგილი, რაბი შიმონ ბარ იოხაისა და მისი შვილის რაბი ელიზერის საფლავები
მთა მერონი ისრაელის ყველაზე წვიმიანი ადგილია, ამიტომ ის დაფარულია ხშირი მცენარეული საფარით. ზამთარში კი თითქმის ყოველთვის თოვლიანია. მისი უდიდესი ნაწილი უკავია ბუნებრივ ნაკრძალს.