ფრედი მერკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მერკური, ფრედი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერკური (მრავალმნიშვნელოვანი).
ფრედი მერკური

მერკური 1978 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფაროჰ ბულსარა
აგრეთვე ცნობილი როგორც ფრედი მერკური
დაბ. თარიღი 5 სექტემბერი, 1946
დაბ. ადგილი ზანზიბარი
წარმოშობა ტანზანიის დროშა ზანზიბარი, ტანზანია
გარდ. თარიღი 24 ნოემბერი, 1991 (45 წლის)
გარდ. ადგილი კენსინგტონი
ეროვნება British Indian[1] და Parsi[2]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • ფორტეპიანო
  • კლავიშებიანი საკრავები
  • გიტარა
აქტიური 1969 – 1991
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი
ფრედი მერკური ვიკისაწყობში

ფრედი მერკური (ნამდვილი სახელი ფაროჰ ბულსარა, დ. 5 სექტემბერი, 1946 — გ. 24 ნოემბერი, 1991) — ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი, პიანისტი, გიტარისტი და ცნობილ როკ-ჯგუფ Queen-ის წევრი. როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი ცნობილი სიმღერა, მათ შორის — „Bohemian Rhapsody“; „Killer Queen“; „Somebody to Love“; „Don't Stop Me Now“; „We Are the Champions“ და „Crazy Little Thing Called Love“.

მერკური ძირითადად გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, რაც გამოწვეული იყო შიდსისგან 1991 წლის 24 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღის მერე, რაც მან საზოგადოებას შეატყობინა, რომ მას აწუხებდა უკურნებელი სენი. 2006 წელს ჟურნალმა Time Asia იგი შერაცხა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ გმირად ბოლო 60 წლის განმავლობაში და ახლაც იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი პოპულარული მუსიკის ისტორიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერკური დაიბადა ზანზიბარის კუნძულზე, ტანზანიაში. მისი მშობლები იყვნენ ბომი და ჯერ ბულსარები, რომლებიც მისდევდნენ ზოროასტრიზმს. ბულსარების ოჯახი გადავიდა ზანზიბარში, იმისთვის რომ მამამისს გაეგრძელებინა მუშაობა. ფაროჰს ჰყავდა უმცროსი დაც - კაშმირა.

1954 წელს, რვა წლის ასაკში ფრედი წაიყვანეს წმინდა პიტერის სკოლაში ინდოეთში, ბომბეისთან ახლოს. სკოლის პერიოდში ის გატაცებული იყო სპორტით, განსაკუთრებით კი კრივით. სკოლაში მან ჩამოაყალიბა პოპულარული ჯგუფი, რომელსაც „The Hectics“ ერქვა, იგი ფორტეპიანოზე უკრავდა. მისი ძველი მეგობარი იხსენებს, რომ ფრედის შეეძლო რადიოში გაგონილის პიანინოზე ზუსტად გადმოტანა. ამ დროს იგი საკუთარ თავს უკვე უწოდებდა „ფრედის“. მერკური თითქმის მთელი ბავშვობა ინდოეთში ცხოვრობდა ბებიასთან და დეიდასთან ერთად. განათლების მიღების შემდეგ იგი ზანზიბარში დაბრუნდა.

1964 წლის რევოლუციის გამო 17 წლის მერკური ოჯახთან ერთად ზანზიბარიდან გაიქცა და დასახლდა ლონდონში. იგი შევიდა სასწავლებელში, სადაც ეუფლებოდა ხელოვნებას. სწავლის დამთავრების შემდეგ ფრედი მუშაობდა ბევრ ადგილას- ლონდონში ყიდდა მეორად ტანსაცმელს, ასევე მუშაობდა აეროპორტშიც. მისი ძველი მეგობრები იხსენებენ, რომ იგი იყო წყნარი და მორცხვი ახალგაზრდა, რომელიც დიდად იყო გატაცებული მუსიკით. 1969 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „Ibex“, რომლის სახელი მალევე გადაკეთდა „Wreckage-ად“. ჯგუფი დაიშალა. 1970 წლისთვის იგი შევიდა „Sour Milk Sea“ შემადგენლობაში, რომელიც ასევე დაიშალა.

ამავე წლის აპრილში მერკურიმ გაიცნო გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი, რომელთა ჯგუფსაც „Smile“ ერქვა. იგი შეუერთდა მათ და ჯგუფსაც ახალი სახელი „Queen“ შეურჩია. სწორედ ამ დროისთვის მან კანონიერად გადაირქვა სახელი ფრედი მერკურად.

შთაგონებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობაში ფრედი მერკური გატაცებული იყო ინდური მუსიკით, ყველაზე მეტად კი მოსწონდა ლატა მანფეშკარი, ინდოელი მომღერალი, რომელიც მან პირადად იხილა მის კონცერტზე. ინგლისში გადასვლის შემდეგ კი იგი გატაცებული იყო The Beatles-ით, ჯონ ლენონით, ჯიმ კროკით, ელვის პრესლით, ლედ ზეპელინით, როლინგ სტოუნზითა და ჯიმი ჰენდრიქსით. იგი აგრეთვე აღმერთებდა ლაიზა მინელის.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომღერალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფენომენალური ვოკალისტი მთელ მსოფლიოში, მუსიკის ისტორიაში. იგი ლაპარაკობდა ბარიტონის ტონალობაში, ხოლო სიმღერებს ხშირად ასრულებდა, როგორც ტენორი. იგი თავისი ხმით წვდებოდა სამ ოქტავას სრული, ძლიერი ხმით. ის წვდებოდა ძალიან მაღალ ბგერებს, არ უჭირდა დაბლების აღებაც, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი აბმობდა, რომ მას არასდროს არ უვარჯიშია ხმაზე.

კომპოზიტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერკურიმ დაწერა ჩვიდმეტიდან ათი სიმღერა ალბომიდან „Greatest Hits“ : Bohemian Rhapsody, Seven Seas of Rhye, Killer Queen, Somebody to Love, Good Old-Fashioned Lover Boy, We Are the Champions, Bicycle Race, Don't Stop Me Now, Crazy Little Thing Called Love და Play the Game, ამ ალბომში შეტანილი იყო Queen-ის საუკეთესო ჰიტები.

ხალხის აზრით მისი წარმატებული კომპოზიტორობა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ იგი იყენებდა მრავალ მუსიკალურ ჟანრს და მიმდინარეობას და არ იყო შემოფარგლული მხილოდ ერთით(მაგ. მხოლოდ როკით, დისკოთი და სხვ.) იგი ამბობდა რომ მას არ შეეძლო და არ უყვარდა ერთიდაიგივის კეთება მრავალჯერ, რაც აისახება მის სიმღერებზეც. სიმღერებს იგი ძირითადად წერდა პიანინოზე და დაწერისას იყენებდა უამრავ აღნიშვნას.

ინსტრუმენტალისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი ინდოეთში 4 წლიდან უკრავდა ფორტეპიანოზე. ლონდონში კი მან გიტარაზე დაკვრაც ისწავლა, რაც განაპირობა მისმა გატაცებამ ბიტლზებით, ჯიმი ჰენდრიქსით, ლედ ზეპელინით და სხვა შემსრულებლებით. ის ხშირად უკრავდა მის მიერ შეთხზულ მელოდიებს ორივე საკრავზე.

მერკური ფორტეპიანოზე უკრავდა Queen-ის ბევრ ჰიტში - Killer Queen, Bohemian Rhapsody, Good Old Fashioned Lover Boy, We Are the Champions და Don't Stop Me Now-ში. ბრაიან მეი იხსენებს, რომ მისი შესაძლებლობები ფორტეპიანოზე უზარმაზარი იყო - მას შეეძლო საკრავზე ყველაფრის დაკვრა. მას ასევე შექმნილი აქვს სიმღერები გიტარისთვისაც — Ogre Battle და Crazy Little Thing Called Love, რომლებსაც სტუდიაში თვითონაც უკრავდა.

საკონცერტო შესრულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერკური ცნობილი იყო მისი საშემსრულებლო ნიჭით. იგი კონცერტებზე ადვილად იყოლიებდა ხალხს და მათგან ითხოვდა აყოლოდნენ მუსიკას, როგორც მიმიკებით, ასევე ხშირად სიმღერითაც.

მერკურის ყველაზე შედეგიან გამოსვლად Queen-თან ერთად ითვლება 1985 წლის „Live Aid“, როდესაც მთელი სტადიონი (72 000 ადამიანი) ტაშს აყოლებდა, მღეროდა და უნისონში ირხეოდა. მისი კარიერის განმავლობაში მას Queen-თან ერთად შესრულებული აქვს 700-მდე კონცერტი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იან წლებში მერკურის გრძელვადიანი ურთიერთობა ჰქონდა მერი აუსტინთან (რომელიც ბრაიან მეიმ გააცნო). იგი მასთან ერთად დიდ ხანს ცხოვრობდა. 1970-იანი წლების შუაში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ფრედი მერის შვილის - რიჩარდის მამინაცვალიც იყო.

1985 წელს დაიწყო მისი ხანგრძლივი ურთიერთობა ჯიმ ჰიუტონთან. იგი სიკვდილამდე შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მასთან ერთად. ჰიუტონი დალაქი იყო და მზრუნველობით უვლიდა ფრედის ავადმყოფობისას.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერკურის ექიმებმა 1987 წლის გაზაფხულზე ცუდი დიაგნოზი დაუსვეს - იგი ინფიცირებული იყო შიდსით. პრესა და ფანები თანდათან ხვდებოდნენ, რომ ფრედის ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა - იგი ცუდად გამოიყურებოდა და Queen-იც იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, თუმცა მერკური დაავადებაზე არაფერს ამბობდა, უფრო ხშირად კი ასეთ ინფორმაციებს უარყოფდა და ჭორად თვლიდა.

მან 1991 წლის 23 ნოემბერს განცხადება გააკეთა, რომ იგი იტანჯებოდა შიდსისგან. 24 საათის შემდეგ ამ განცხადებიდან 1991 წლის 24 ნოემბერს იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც გართულებული იყო უკურნებელი სენის გამო. იმისდა მიუხედავად, რომ იგი არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო, იგი დაკრძალეს ზოროასტრული წესის მიხედვით.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]