მერიდის საბაგირო გზა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერიდის საბაგირო გზა

მერიდის საბაგირო გზა (ესპ. Teleférico de Mérida) — საბაგირო გზა, რომელიც მოქმედებდა ვენესუელაში 1960-2008 წლებში წარმოადგენდა მსოფლიოში ყველაზე მაღალ საბაგირო გზას. ძირითადად მოთავსებულია მერიდის შტატის ტერიტორიაზე. საბაგიროს სიმაღლე აითვლება 1640 მეტრიდან, გზა მთავრდება 4765 მ სიმაღლეზე (ესპეხოს პიკი). მერიდის საბაგირო გზის მთლიანი სისტემა გაიხსნა 1960 წელს.

2008 წლის 11 აგვისტოს ვენესუელის ტურიზმის სამინისტრომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საბაგიროს, მუშაობის ვადა გაუვიდა, რის საფუძველზე მერიდის საბაგირო გზამ შეწყვიტა ფუნქციონირება. საბაგირო გზა გაჭიმულია ქალაქ მერიდიდან მწვერვალ ესპეხომდე. შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ოთხი საბაგირო გზისგან, რომელთა საერთო სიგრძე შეადგენს 12,6 კმ-ს. მარშრუტის თითოეულ სექციას გააჩნია ორი განშტოება, რომელშიც ეტევა 36 მგზავრი. საბაგირო გზის მოძრაობის სიჩქარე შეადგენდა 5 მ/წმ-ს.

დღეისათვის განიხილება სრულიად ახალი საბაგირო გზის მშენებლობა.[1]

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Prensa Mintur[მკვდარი ბმული]
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე