მერაბუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერაბუს მთა

მერაბუს მთა
ხედი ქალაქ სალატიგიდან

კოორდინატები: 7°27′18″ ს. გ. 110°26′24″ ა. გ. / 7.45500° ს. გ. 110.44000° ა. გ. / -7.45500; 110.44000

მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სიმაღლე 3 145[1]
ტიპი მიძინებული სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 1797 წ.

მერაბუ მდებარეობა ინდონეზია

Mountain sign.svg

მერაბუს მთა (ინდო. Gunung Merbabu) — მიძინებული სტრატოვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ცენტრალური იავის პროვიციაში. სახელი მერაბუ იავური ენიდან ითარგმნება როგორც „ფერფლის მთა“.

მთის გვერდით, სამხრეთ–აღმოსავლეთის მხრიდან მდებარეობს აქტიური ვულკანი მერაპი, მათ ძირში კი გაშენებულია ქალაქი სალატიგა. მთებს შორის აღმართულია 1 500 მეტრის სიმაღლის უნაგირა.[2]

მერაბუს ორი მწვერვალი აქვს — სირაფი (3 119 მ) და კენტენგ–სონგო (3 145 მ).

საშუალო სიდიდის ორი მაოფრქვევა დაფიქსირდა 1560 და 1797 წლებში. 1797 წლის მოვლენა ვულკანის ფეთქებადობის ინდექსით 2 ბალით შეფასდა.[3] დაუდასტურებელი ამოფრქვევა სავარაუდოდ დაფისქირდა 1570 წელსაც.[4]

მთაზე ასვლა შესაძლებელია რამდენიმე გზით, ძირითადად ჩრდილო–აღმოსავლეთ და სამხრეთი კალთებიდან.

მთის მიმდებარე 57 კმ² ტერიტორია 2004 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "Mountains of the Indonesian Archipelago" Peaklist.org. Retrieved 2012-06-23.
  2. Global Volcanism Program | Merbabu | Summary. Volcano.si.edu. Retrieved on 2010-11-05.
  3. Global Volcanism Program | Merbabu | Eruptive History. Volcano.si.edu. Retrieved on 2010-11-05.
  4. Simkin, T., and Siebert, L., 1994, Volcanoes of the World: Geoscience Press, Tucson, Arizona, 349 p.
  5. Lestari Hutan Indonesia. Retrieved 26 February 2010.