მეორე ქვეითი ბრიგადა (საქართველო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეორე ქვეითი ბრიგადა, ქვეითი ბრიგადა საქართველოს სახმელეთო ძალების შემადგენლობაში. შეიქმნა 1992 წ. როგორც 21-ე მექანიზირებული ბრიგადა და გარდაიქმნა II ქვეითი ბრიგადად 2004 წ.[1]

ბრიგადას გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს რეგიონში, ერაყსა და ავღანეთში.[2] ბრიგადა განლაგებულია სენაკში და ექვემდებარება სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობას.[3]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მეორე ქვეითი ბრიგადის იუბილე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 24.06.2009
  2. 2011 წ. 26 მაისის აღლუმის პროგრამა[მკვდარი ბმული]. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 25.05.2011
  3. სახმელეთო ჯარები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო