მეორედ მოსვლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეორედ მოსვლის ბერძნული ხატი. მიახლ. 1700

ესქატოლოგიურ მოვლენათა ზოგადი აღწერა მოცემულია ძველ აღთქმაში; კონკრეტულად კი წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში. ძველი აღთქმისეული ესქატოლოგიის გაგრძელებას და მის კულმინაციას კი წარმოადგენს იოანეს გამოცხადება (აპოკალიფსისი). წიგნში აღწერილია მოვლენები, რაც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოერედ მოსვლის ჟამს უნდა მოხდეს და რასაც უამრავი კატაკლიზმები[1] და სასწაულები[2] უნდა მოჰყვეს (ციური ცეცხლი, მკვდრების აღდგომა[3], ანგელოზთა გამოცხადება), ამიტომაც, სიტყვა აპოკალიფსი ხშირად სამყაროს დასასრულად და პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის სინონიმად აღიქმება. ამ სიტყვიდან წამოვიდა ტერმინები აპოკალიპტიკა და პოსტაპოკალიპტიკა, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია და დედამიწაზე რაიმე გლობალური კატასტროფის დროს ან შემდგომდროინდელ მოვლენებს აღნიშნავს.

ბიბლიის მიხედვით მეორედ მოსვლა მოხდება მას შემდეგ, რაც ადამიანები დაივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს, გარყვნილება და სხვადასხვაგვარი ურჯულოებანი მომრავლდება[4], ამას მოჰყვება ცრუ ქრისტეს - ანტიქრისტეს[5] მოსვლა დედამიწაზე[6]. ეშმაკი შევა 12 წლის ბიჭში. წინასწარმეტყველების მიხედვით ეს ბიჭი იქნება ეროვნებით ებრაელი მრუში ქალის[7] შვილი (სავარაუდოდ წარმოიშვება დანის[8], იაკობის ერთ-ერთი ძის ტომისაგან)[9], იგი აიძულებს ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას მიიღოს მხეცის ნიშანი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე, ამით მოიპოვებს მსოფლიო ძალაუფლებას და კონტროლს ადამიანებზე[10]. სავარაუდოდ ანტიქრისტე თითქოს მშვიდობის დასამყარებლად მოვა, მაგრამ რეალურად მხოლოდ ომს, უბედურებასა და შიმშილს მოიტანს. ქრისტეს ორი მოწაფე ათას ორას სამოცი დღე ამხელს მას[11], იგი ჰყოფს ბრძოლას წმიდათა მიმართ [12], სძლევს მათ[13] და გაბატონდება ქვეყნიერებაზე 1,290 დღეს [14], სანამ ”უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით”[15]. დაახლოებით სამ წლიანი მმართველობის შემდეგ მას დაამარცხებს წმინდა "კრავი" და სატანას 1000 წლით დაატყვევებენ[16]. ის ადამიანები კი, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს მხეცის ნიშანი და თაყვანი სცეს ეშმაკს, სასტიკად დაისჯებიან ღვთის მიერ[17].

დედამიწაზე მოსახლეობის მესამედი ამოწყდება, ადამიანები დაუწყებენ ღმერთს გმობასა და გაკიცხვას თვიანთი ჭრილობების გამო. როგორც დანიელ წინასწარმეტყველი გვამცნობს[18], ანტიქრისტე 1290 დღეს იმეფებს. ამის შემდეგ ის ცოცხლად იქნება გეენაში, ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაგდებული[16], მაგრამ ეს ქვეყანა ერთბაშად არ დაასრულებს არსებობას, ადამიანებს კვლავ მიეცემათ 40 დღე ცოდვების მოსანანიებლად. ამ 40 დღის განმავლობაში ცაზე დარჩება გაბრწყინებული ჯვარი უფლისა, რომელიც მოუწოდებს ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს სინანულისაკენ[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მერე კი მოიწევს აღსასრული ამა სოფლისა, თუმცა მთლიანად სამყაროს ფიზიკური აღსასრული გამოცხადების მიხედვით იქნება მას შემდეგ, რაც სატანას ცოტა ხნით გაათავისუფლებენ 1000 წლიანი ტყვეობის შემდეგ, რათა მან კვლავ აცდუნოს ადამიანები, იგი შეყრის ადამიანებს ღვთის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა დამარცხდება და უკვე ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩააგდებენ სამუდამოდ[19], ამის შემდეგ გაჩერდება დრო, აღარ იქნება სამყარო მატერიალური თვალსაზრისით, დედამიწა თავიდან შეიქმნება[20], ხოლო ღმერთის სუფევა იქნება უკვე მიწაზეც ციდან ახლად მოვლენილ იერუსალიმში[21], რომელსაც მთელი მსოფლიოს მეფეები ძღვენს შესწირავენ და შიგნით შესვლა მხოლოდ რჩეულებს შეეძლებათ. დღე და ღამე არ იქნება იქ განსხვავებული, რადგან ღვთიური მადლით იქნება მუდამჟამს მთელი იერუსალიმი განათებული[22].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]