მემფისის ჯგუფი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მემფისის ჯგუფი იყო გავლენიანი იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის მიმდინარეობა 1980-იან წლებში. ჯგუფი დაარსდა ეტორე სოტსასის ხელმძღვანელობით 1980 წლის 16 დეკემბრის შეხვედრაზე, რომელზეც დათქმული იყო მეორე შეხვედრა 1981 წლის თებერვალში წევრთა პროექტების წარმოდგენით. შედეგი გახდა 1981 წლის დებიუტი მილანის სალონ დე მობილეში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ავეჯის სალონში, რასაც კრიტიკოსთა თითქმის ერთხმად მაღალი შეფასება მოჰყვა. ჯგუფის წევრები იყვნენ მარტინ ბედინი, ანდრეა ბრანძი, ალდო კიბიკი, მიშელ დე ლუკი, ნატალი დუ პასქუიე, მიშელ გრავი, ჰანს ჰოლეინი, არატა ისოძაკი, შირო კურომატა, მატეო ტუნი, ხავიერ მარისკალი, ჯორჯ სოვდენი, მარკო ძანინი და ჟურნალისტი ბარბარა რადიჩე. ჯგუფი 1988 წელს დაიშალა.
სტატიის