მელხიორ ნოიმაირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელხიორ ნოიმაირი

მელხიორ ნოიმაირი
მელხიორ ნოიმაირი
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1845
დაბადების ადგილი მიუნხენი, გერმანია
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 1890
გარდაცვალების ადგილი ვენა, ავსტრია
სამეცნიერო სფერო პალეონტოლოგია
გეოლოგია

მელხიორ ნოიმაირი (გერმ. Melchior Neumayr; დ. 24 ოქტომბერი, 1845, მიუნხენი — გ. 29 იანვარი, 1890, ვენა) — ავსტრიელი პალეონტოლოგი და გეოლოგი[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მელხიორ ნოიმაირი დაიბადა 1845 წლის 24 ოქტომბერს, მიუნხენში. განათლება მიიღო მიუნხენის უნივერსიტეტში; სწავლა დაასრულა ჰაიდელბერგში. 1868 წელს გეოლოგიაში ვილჰელმ გიუმბელის ხელმძღვანელობით მიღებული გამოცდილების შემდეგ შეუერთდა ავსტრიის გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებს. ოთხი წლის შემდეგ იგი დაბრუნდა ჰაიდელბერგში, ხოლო 1873 წლიდან ხდება ვენის უნივერსიტეტის პროფესორი.

მელხიორ ნოიმაირმა ნეოგენის დახშულ აუზში შეისწავლა მუცელფეხიანები და მტკნარი წყლის მოლუსკები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუზში დასახლებული მოლუსკები თანდათან იცვლებოდნენ წყლის ხანგრძლივი გამტკნარების გამო. ცდილობდა აეხსნა სახეობების წარმოშობა. შეისწავლა იურული და ცარცული პერიოდების პალეოგეოგრაფია და თავფეხიანი მოლუსკები. დარვინიზმის საფუძველზე შეიმუშავა პალეონტოლოგიისა და გეოლოგიის პრობლემები.

ნეიმაირის შრომები მიეძღვნა აგრეთვე იურული და ცარცული პერიოდების კლიმატურ ზონებს.

თხზულებები[რედაქტირება]

  • История земли, т. 1‒2, СПБ, 1903‒04;
  • Корни животного царства, М., 1919.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Matthias Svojtka, Johannes Seidl & Michel Coster Heller: Frühe Evolutionsgedanken in der Paläontologie. Materialien zur Korrespondenz zwischen Charles Robert Darwin und Melchior Neumayr. in: Jahrbuch der Geologischen Bundesanstalt (Vienna), 149 (2/3), 2009, pp. 357–374 Download, German with English abstract
  • Jahrbuch der k.k. geologischen Reichsanstalt, XIX. Band 1869. Wien 1869
  • Jahrbuch der k.k. geologischen Reichsanstalt, XXI. Band 1871. Wien 1871

სქოლიო[რედაქტირება]