მელქისედეკის დომინიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელქისედეკის დომინიონი
Seal
დროშა
ნაციონალური დევიზი: Monotheistic, unity, peace (ერთი ღმერთი, კავშირი, მშვიდობა)
ოფიციალური ენა ინგლისური, რუსული, ივრითი, არაბული, როტუმანული
დედაქალაქი სელემი (იერუსალიმი)
პრეზიდენტი რიჩარდ ჯეიმზ მაკდონალდი (არჩეულია 2003 წ. 23 ივლისს )
მოსახლეობის რიცხოვნობა ~ 50 პირი.
ვალუტა მელქისედეკის დომინიონის ვალუტა

მელქისედეკის დომინიონი (მდ) — ვირტუალური სახელმწიფო, რომელიც დადანაშაულებულია მსოფლიო მასშტაბის საბანკო მაქინაციების ორგანიზებაში. იგი არავის მიერ არ არის იურიდიულად აღიარებული, თავად მელქისედეკის დომინიონი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს დედამიწის ნებისმიერ ნაწილს.

წარმოშობა[რედაქტირება]

მელქისედეკის დომინიონი დაფუძნებულია 1986 წელს აშშ-ის მოქალაქეების, ბენ დავიდ პედლის და მისი ვაჟის მარკ ლოგან პედლის მიერ. ორგანიზატორი პირები მოიხსენიებიან სხვადასხვა ფსევდონიმებით, ისეთით როგორიცაა „ცემახ ბენ დავიდ ნეცერ კორემი“, „ბრანჩ ვინდრესსერი“ და სხვა. ეს პირები ასევე წარმოადგენენ ბიბლიის ერთერთი რედაქციის („მელქისედეკის ბიბლია“) ავტორებს. ეს წიგნი იწერებოდა მასოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ძირითადად ციხეებში, იქ სადაც უწევდათ სასჯელის მოხდა ავტორებს; დანაშაულის საგანს კი ხშირ შემთხვევაში შეადგენდა მაქინაციები აქციებით ვაჭრობის საქმეში. ამ ნაწარმობს („მელქისედეკის ბიბლია“) ეფუძნება დომინიონის მთელი სახელმწიფოებრიობა.

აღიარება[რედაქტირება]

მელქისედეკის დომინიონის 100 დოლარი

ზოგიერთი წყაროს თანახმად, 1993 წელს მელქისედეკის დომინიონ სახელმწიფოს მოიპოვებული აქვს „დიპლომატიური აღიარება“ ცენტრალური აფრიკის ცალკეული რესპუბლიკების მხრიდან. აგრეთვე ცნობილია, რომ მელქისედეკის დომინიონს არ გააჩნია დიპლომატიური მისიები ან რაიმე სხვა წარმომადგენლობები აფრიკაში, მიუხედავად ამისა, მელქისედეკის დომინიონის ინტერნეტ რესურსში აღნიშნულია, რომ ვირტუალურ სახელმწიფო აღიარებულია აფრიკის სხვადასხვა რესპუბლიკების მიერ, მათ შორისაა ბურკინა ფასო.

ზოგიერთი ცნობით, მელქისედეკის დომინიონის სახელმწიფო პასპორტს აღიარებს ზოგიერთი დიდი სახელმწიფოც, მათ რიცხვშია ფილიპინები, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]